in

ცნობილია 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია:

  • Temi Cloud – „თემი ქლაუდი“ პროფესიულ ჯგუფებსა და კომპანიებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება;
  • Ganage – დაზღვევის დემოკრატიზაცია; 
  • Plamood – სპორტული სოციალური მედიის ქსელი ვებსაიტსა და მობილურზე. აპლიკაცია გთავაზობთ ყველა საჭირო ინსტრუმენტს, რომელიც სპორტსმენებს სჭირდებათ;
  • Brains – Academic Olympiads 2.0 – კომპანიის მისიაა, სკოლის მოსწავლეები აკადემიური ოლიმპიადებით უზრუნველყოს. ოლიმპიადის ფარგლებში, მონაწილეები არა მარტო ცოდნით შეფასდებიან, არამედ მათ მონაცემებზე დაფუძნებული უკუკავშირი და რეკომენდაციები მიეცემათ, თუ როგორ უნდა განვითარდნენ; 
  • Online rehabilitation centre ,,dayone“ – ლუდომანიის (თამაშდამოკიდებულება) პრევენცია/რეაბილიტაცია; 
  • Vetapp – შინაური ცხოველების ვეტერინარული პასპორტის სმარტფონში ინტეგრირება; 
  • Crosscreators – პროექტის მიზანი ინოვაციური „მარქეთფლეისის“ შექმნაა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აუგმენტური რეალობის კრეატორებსა და ბრენდებს; 
  • PRO MAJOR – პროექტის მიზანია მაღალი ცილის შემცველი ახალი თაობის უნიკალური პროტეინ დანამატის შექმნა სასმელისა და ფხვნილის სახით, რომლის ანალოგიც მსოფლიოში არ არსებობს; 
  • Areal Guide – ციფრული გიდის პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმის შექმნა მუზეუმებისთვის; 
  • Rentech – ხელმისაწვდომი სამომხმარებლო ტექნიკა; 
  • Wrapstocks – ინოვაციური ფინტექ სტარტაპი, რომელიც საცალო ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, აქციები დაბალი ტრანზაქციის საკომისიოს გადახდით ბლოკჩეინ ტექნოლოგიების საშუალებით იყიდონ; 
  • GoodLeads – პროექტის მიზანია, უძრავი ქონების კომპანიების გაყიდვები „ჭკვიანი“ CRM ასისტენტით გაზარდოს, რომელიც: 1) ავტომატურად ავერიფიცირებს ლიდებს – ზოგავს უხარისხო ლიდებზე დახარჯულ დროს; 2) მონაცემების ანალიზის საფუძველზე რეკომენდაციებს აძლევს გაყიდვების აგენტებს; 3) ანალიზსა და რეპორტს აკეთებს, თუ სად შეიძინეს ბინა ხელიდან გაშვებულმა ლიდებმა; 
  • Ensofy – სტარტაპის მისიაა, დეპრესიის სკრინინგისა და მონიტორინგის ინსტრუმენტი, Voice-AI ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნას;
  • Symply Shop – გამარტივებული ონლაინ მაღაზია ინსტაგრამის მომხმარებლებისთვის; 
  • Ambry – სტარტაპის სლოგანია – „გავხადოთ კრიპტო სამყარო სანდო და უსაფრთხო“; 
  • Theneo – პროექტის მიზანია, დეველოპერებსა და მცირე/საშუალო კომპანიებს შეეძლოთ ტექნოლოგიური გიგანტების მსგავსი API დოკუმენტაციის გენერირება სწრაფად და მინიმალური ხარჯებით; 
  • Kroudi – ონლაინ ჯგუფურად შეძენის აპლიკაცია, რომელიც მთლიანად მომხმარებელზეა ორიენტირებული. მომხმარებელთა ჯგუფი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რისი შეკვეთა სურთ, რათა შეკვეთის მინიმალურ რაოდენობას მიაღწიონ, რასაც გამყიდველები ითხოვენ ხოლმე (გამყიდველი შეიძლება, იყოს ნებისმიერი კომპანია მსოფლიოს გარშემო) და ასევე, რათა ლოჯისტიკური ხარჯები დაზოგონ; 
  • WEBHR.GE – სტარტაპის მიზანია, კომპანიებისათვის ადამიანური  რესურსების მართვის პროცესები მათი გაციფრულების გზით გაამარტივოს; 
  • Role playing video game „The way of wrath“ – იდეა – პირველი ქართული ფართომასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაშის შექმნა და გლობალურ ბაზარზე გატანა; 
  • Thermonorth – სტარტაპის მიზანია, ტრანსპორტში გამონაბოლქვი და წიაღისეული საწვავის მოხმარება შეამციროს და ტრიბოლოგიაში გარღვევის გამოყენებით, 5%-მდე ენერგიის გამომუშავებაში დაეხმაროს.

გამარჯვებულები საინვესტიციო კომიტეტმა გამოავლინა, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორებითაა დაკომპლექტებული: მარვინ ლიაო, ჯონათან თაუერი, ტიმ ვაგნერი, აშერ სიდიქუი, გიორგი ბაჩიაშვილი. 

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2021 წლის 23 ივნისს  მეშვიდედ გამოაცხადა. შემოსული 246 განაცხადიდან სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეულმა უცხოელმა ექსპერტებმა ფინალისტები გამოავლინეს, რომლებსაც საინვესტიციო კომისიის წინაშე თავიანთი იდეების წარსადგენად უცხოელი ტრენერები ამზადებდნენ.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ექვსი რაუნდის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 115 სტარტაპი. პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.

რატომ უნდა მართონ აქციონერებმა კომპანიის სტრატეგია?

საკო წოწორია Kawasaki-ს რეკლამის გმირია