12
იან
2018

ვაკანსიები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში!

12 იან 2018

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ახორციელებს ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტს, რომელის მიზანია საქართველოში ფირმებისა და ფიზიკური პირების  ინოვაციური საქმიანობის გაზრდა და ციფრულ ეკონომიკაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა. აღნიშნულის მისაღწევად დაგეგმილია ინოვაციების რეგიონული და სათემო ცენტრების ფორმირება, სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და მცირე ბიზნესისათვის ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მეწარმეებისათვის ციფრული და ელექტრონული წიგნიერების უნარების და შესაძლებლობების განვითარება, მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური სტარტაპებისათვის დაფინანსებასთან წვდომის უზრუნველყოფა.

BOG name
Bog name mob

ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტი (GENIE) 4 ძირითადი კომპონენტისაგან შედგება:

  • ინოვაციების ინფრასტრუქტურის შექმნა;
  • ინოვაციების ხელშემწყობი სერვისების უზრუნველყოფა;
  • ინოვაციების დაფინანსება;
  • პროექტის განხორციელებისათვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა.

პირველი კომპონენტის წარმატებით განხორციელების მიზნით, რომელიც საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის გარდა მოიცავს ასევე ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, მომზადდა პროგრამის „ინტერნეტი განვითარებისთვის“ (BfD) სახელმძღვანელო. დოკუმენტის თანახმად, პროგრამის ხელმძღვანელის კოორდინაციის და GITA-ს მეთვალყურეობის ქვეშ, მას განახორციელებს პროფესიონალთან გუნდი, რომელზეც მიმდინარეობს შერჩევა.

ჩვენ ვეძებთ მაღალკვალიფიციურ კადრებს შემდეგი მიმართულებით:

  • ელექტრონული კომერციის სპეციალისტი
  • BfD ტრენინგ დიზაინერი
  • ლოკალიზაციის სპეციალისტი

საუშაოს აღწერილობის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების სანახავად, გთხოვთ ეწვიოთ მითითებულ ბმულებს.

https://goo.gl/ACJtZ7

https://goo.gl/RDsvPA

https://goo.gl/RU935X

https://goo.gl/42QjbM

https://goo.gl/6jPGfj

https://goo.gl/BcTCE5

განხილვა