in

GitHub-ის AI პროგრამა დეველოპერებს კოდის წერაში ეხმარება

გენერაციულმა ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელშიც მანქანური სწავლების მოდელები ტექსტს ან სურათებს ქმნის, შეიძლება ადამიანების მუშაობის გზა მრავალ ინდუსტრიაში შეცვალოს. მაგალითად, OpenAI-ს GPT-3 და Stability.ai-ს Stable Diffusion იმდენად კრეატიული გახდა, რომ ზოგიერთს იმისაც ეშინია, ყველა ჩვენგანის ადგილი ალგორითმებმა არ დაიკავოს…

ტექსტისა და გამოსახულების გენერირების გარდა, ერთ-ერთი პირველი სფერო, რომელიც გენერაციული AI-ით სარგებლობს, არის კოდირება. 2022 წელს GitHub-მა ახალი გენერაციული AI ინსტრუმენტი გამოუშვა, სახელწოდებით Copilot — ის გაფართოებული ავტომატური შევსების ფუნქციის მსგავსად მუშაობს, რაც პროგრამისტებს კოდის სექციების დასასრულებლად სხვადასხვა ვარიანტს აძლევს.

„როდესაც კოდს კრეფთ, ის რამდენიმე სიმბოლოს მიხედვით ცნობს, რისი დაწერა გსურთ და დასკვნები გამოაქვს. პროგრამა მანქანათმცოდნეობის მოდელს იყენებს, სახელწოდებით Codex OpenAI“, — განმარტავს GitHub-ის აღმასრულებელი დირექტორი, თომას დომკე.

Copilot-ის სატესტო ვერსია ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოქმედდა და რამდენიმე მომხმარებელთან გადიოდა შემოწმებას. ამჟამად კი, GitHub-ის თანახმად, მილიონზე მეტი დეველოპერი იყენებს Copilot-ს — ასობით ათასისთვის კი ეს ყოველდღიური სამუშაოს ნაწილად იქცა.

„მასზე წვდომა მაშინ მივიღე, როცა არც თუ ისე სრულყოფილი იყო. მართალია, თავიდან სასაცილო შეცდომებსა და ვარაუდებს უშვებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიხვეწა. განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი წვრილმანებისთვის, როგორიცაა დამხმარე ფუნქციები. ასევე, მუშაობისას 80%-ს თავად აკეთებს, მე კი დარჩენილი 20%-ის შესრულება მიწევს“, — ამბობს დეველოპერი კესიდი უილიამსი.

უილიამსი Copilot-ს ხედავს როგორც პროდუქტიულობის ინსტრუმენტს და არა — შემოქმედებითს. მისი თქმით, სამუშაო პროცესი უბრალოდ გაცილებით სწრაფი გახდა და ადამიანის მოქმედების გარეშე პროგრამა ვერ იმუშავებს.

ამასთანავე, ზოგიერთი დეველოპერისთვის კოდის გენერირების სიჩქარის ზრდა ძალზე ღირებულია. მაგალითად, ბენ მაკალინდინს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს (NRC) პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერს, სისტემების აშენება დაევალა მთელი მსოფლიოს მასშტაბით — ეს იმ ადამიანთა რიცხვის აღბეჭდვას ემსახურებოდა, რომლებიც საკვებითა და თავშესაფრით საჭიროებენ დახმარებას. ერთ-ერთი ასეთი ადგილი უკრაინაა. NRC-ს სჭირდებოდა ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინელებისთვის გაეწია სწრაფი დახმარება. ამ ინიციატივის ფარგლებში ბენმა ახალი პლატფორმის შექმნისას სწორედ Copilot-ის პროგრამა დაიხმარა.

„მან ნამდვილად იცოდა, რისი დაწერა მსურდა, რამაც ძალიან დააჩქარა მთელი პროცესი და ყველაფერი გაცილებით ადვილი გახადა“, — ამბობს ბენი.

საგულისხმოა, რომ GitHub მალე დაიწყებს Copilot-ის საწარმოებზე გაყიდვას.

CashBack-ის ყველაზე შავი პარასკევი იწყება | დაიბრუნე ყველაზე მაღალი 70%-მდე ქეშბექი

BTU-ს IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის პროგრამა დაიწყო