in

GitHub – როგორ შეიქმნა მსოფლიო „კოდების საცავი” პლატფორმა

არ მოიძებნება პროგრამისტი, რომელმაც არ იცის, რას ნიშნავს GitHub. ეს არის პლატფორმა, რომელიც ეხმარება დეველოპერებს, შექმნან, შეინახონ, მართონ და საჯაროდ გააზიარონ თავიანთი კოდი. აგრეთვე, საშუალებას იძლევა, რომ ვმართოთ ჩვენი ამოცანები და ინტეგრაცია გავუკეთოთ მას სხვადასხვა არხთან. 

istoriebi
istoriebi

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს კალიფორნიაში, 2018 წლიდან კი ის Microsoft-ის შვილობილი კომპანიაა. 

დამფუძნებლები, წინაპირობა და ინსპირაცია

GitHub დააარსა ოთხმა დეველოპერმა: ტომ პრესტონ-ვერნერმა, კრის ვანსტრატმა, პიჯეი ჰაიეტმა და სკოტ ჩაკონმა. თანადამფუძნებლებს მსგავსი პლატფორმის შექმნის ინსპირაცია საჭიროებებიდან გამომდინარე მოუვიდათ. 

ისინი მუშაობდნენ Ruby on Rails-ის საზოგადოებაში (ვებაპლიკაციის ფრეიმვორკი), სადაც გაიაზრეს ისეთი პლატფორმის არსებობის საჭიროება, რომელიც კოდმწერებს თანამშრომლობასა და პროექტებზე მუშაობას გაუმარტივებდა. 

ამავდროულად, 2005 წელს ლინუს ტორვალდსის მიერ შეიქმნა Git, რომელიც Linux-ის ბირთვის განვითარებაზე იყო ორიენტირებული. ის იმ დროისთვის უკვე პოპულარობას იძენდა და ვერსიის კონტროლის მძლავრი შესაძლებლობებიც ჰქონდა, მაგრამ მისი ნაკლი იყო მოუხერხებელი ინტერფეისი.

დაფუძნება

2007 წლის ბოლოს ტომ პრესტონ-ვერნერმა და კრის ვანსტრატმა განიხილეს პლატფორმის შექმნა, რომელიც გამოიყენებდა Git-ის შესაძლებლობებს, ხოლო დეველოპერებისთვის ხელმისაწვდომი ინტერფეისის უზრუნველყოფას. მათ მოიფიქრეს ვებზე დაფუძნებული პლატფორმის კონცეფცია, რომელის მიხედვითაც, დეველოპერებს მარტივად შეეძლოთ კოდის გაზიარება, თანამშრომლობა და პროექტების მართვა.

2008 წლის დასაწყისში არსებულ გუნდს სკოტ ჩაკონიც შეუერთდა, რომელიც ცნობილი იყო Git-თან თანამშრომლობით. ის მუშაობდა წიგნზე Git-ის შესახებ, ამიტომ პრესტონ-ვერნერმა და ვანსტრატმა პროექტში დასახმარებლად სწორედ მას მიმართეს. თანამოაზრეებს ასევე მალე შეუერთდა პიჯეი ჰაიეტიც, რომელსაც საკმაო გამოცდილება ჰქონდა ვებდეველოპმენტის მიმართულებით.

რამდენიმეთვიანი ერთობლივი ძალების შეჯერების შემდეგ, 2008 წლის 10 აპრილს GitHub ოფიციალურად ამოქმედდა. პლატფორმა უზრუნველყოფდა დეველოპერებს Git საცავებითა და ისეთი ფუნქციებით, როგორებიცაა: შეცდომებზე თვალყურის დევნება, დავალების მენეჯმენტი და სხვა. 

წარმატების რეცეპტი

GitHub-ის უპირატესობა მდგომარეობდა მის სიმარტივესა და ერთბაშად რამდენიმე ფუნქციის შეთავაზებაში, რამაც სწრაფად მიიპყრო დეველოპერების ყურადღება. 

გარდა პლატფორმის შექმნისა, დამფუძნებლებმა ხაზი გაუსვეს საზოგადოების ჩართულობას და ღია რესურსების არსებობის წვლილს, დაეხმარა GitHub-ს ორგანულად განვითარებაში. მის წარმატებაში დიდი როლი ითამაშა მომხმარებლის პოზიტიურმა გამოხმაურებამ.

ინვესტიცია

2012 წელს GitHub-მა Andreessen Horowitz-ისგან 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია მიიღო. ამ დაფინანსებამ საშუალება მისცა GitHub-ს მნიშვნელოვნად გაეფართოებინა თავისი გუნდი და ინფრასტრუქტურა.

რამდენიმე წლის შემდეგ კომპანიით ტექნოლოგიების ერთ-ერთი გიგანტი, Microsoft დაინტერესდა. მან, არც მეტი არც ნაკლები, 7,5 მილიარდი დოლარი გადაიხადა პლატფორმაში. ამის შემდეგ GitHub-ის განვითარება კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგან მან მიიღო წვდომა Microsoft-ის დეველოპერის ინსტრუმენტებთან და სერვისებთან.

დიდწილად GitHub-ის წარმატება მისი დამფუძნებლების დამსახურებაა, რომელთაც თავიდანვე სწორი ხედვა გამოავლინეს და უერთგულეს იდეას – დეველოპერული კომუნის ხელშეწყობა.

ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.

#დაძარი

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Spotlight Tech-ის ვერცხლის სპონსორია Bolt

პარაოლიმპიური თამაშების რეალური ემოციები — Paris 2024-ის კამპანია