IT აკადემია STEP, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების რეგიონული კონფერენციის − „GITI 2023-ის“ კონკურსში დაჯილდოვდა, როგორც „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“. კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც თბილისში, ორი დღის მანძილზე მიმდინარეობდა, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტებისა და ორგანიზაციების ციფრული ტრანსფორმაციის წარმოჩენას ემსახურება.
კონფერენციის ფარგლებში გაიმართა კონკურსი, რომლის მიზანიც, სხვადასხვა კატეგორიაში წლის საუკეთესო IT პროექტების გამოვლენაა. მნიშვნელოვანი ფაქტორი კი, რაც ამ კონკურსში საუკეთესო IT პროექტს წამოაჩენს არის ის, რომ პროექტი ხელს უნდა უწყობდეს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში ინოვაციური პროექტების განხორციელების წახალისებასა და ციფრულ ტრანსფორმაციას.
IT აკადემია STEP საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია საქართველოში, სადაც თანამედროვეობის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების – პროგრამირების, გრაფიკა და დიზაინისა და კიბერუსაფრთხოების სრულყოფილად სწავლა არის შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ სტეპმა ორგანიზება გაუწია Adobe-ის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველების მონაწილეობას, სადაც საუკეთესო ხუთეულში საპატიო ადგილი დავიმსახურეთ. Adobe Certified Professional World Championship – გლობალური შეჯიბრია, რომელიც Certiport-ის მიერ ყოველწლიურად იმართება. მსოფლიო ჩემპიონატის მიზანი Adobe-ის პროგრამების მცოდნე პროფესიონალების წარმოჩენა და შემდეგი თაობის დიზაინერების იდენტიფიცირებაა. მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში, ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში გაიმართა და ამ საერთაშორისო შეჯიბრში, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველო პირველად მონაწილეობდა.
ნომინაციაში „IT განათლების საუკეთესო პროვაიდერი“ IT აკადემია STEP დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც სტეპი 2000-ზე მეტი სტუდენტისთვის ახორციელებს ყოველწლიურად.
თანამედროვეობის განვითარებასთან ერთად, ციფრული სამყაროში ვითარდება დანაშაულის ჩადენის გზებიც. შესაბამისად, ქსელების სწორად გამართვა და კიბერუსაფრთხოება, ყველა ორგანიზაციისთვის, ყველა კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ყოველთვის და ყველგან მოთხოვნადი კადრი იქნება, თანამედროვე სამყაროში. სტეპის კიბერუსაფრთხოების კურსი გათვლილია მათზე ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს IT სფეროში და არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას სწავლის დასაწყებად. ვისაც სურს აითვისოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია ან სურს, კიდევ უფრო განივითაროს საკუთარი პროფესიული უნარები.
[R]