26
Nov
2018

„დიზაინში ყოველი მილიმეტრი მნიშვნელოვანია“ – 11 ეტიკეტის დიზაინი „გიუაანის“ მეღვინეობისთვის

26 Nov 2018

„გიუაანის“ მეღვინეობის პროდუქციას ახალი შეფუთვა აქვს. ეტიკეტი 11 სახეობის ღვინისთვის გრაფიკულმა დიზაინერმა დიანა ტევანიანმა შექმნა. დიანას თქმით, „გიუაანის“ ყოველი ბოთლი უნიკალურია და სწორეს ეს მახასიათებლები გახდა დიზაინის წინაპირობა.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

პირველ რიგში, როგორც დიზაინერმა, ყველა სახეობის დამზადების წესი შევისწავლე და სათითაოდ ყველა დავაგემოვნე. „გიუაანისთვის“ დამზადებულ ყოველი ეტიკეტში ვეცადე გადმომეცა კონკრეტული ღვინის განწყობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდუქტის შეფუთვის შემუშავებისთვის, რადგან დიზაინმა მომხმარებელს წინასწარ უნდა შეუქმნას ხასიათი, განსხვავებული დამოკიდებულება და ემოცუირი კავშირი ამა თუ იმ პროდუქტთან“, გვიყვება დიანა ტევანიანი.

„გიუაანის“ ღვინის შეძენა ახალი ეტიკეტებით უკვე შესაძლებელია სპეციალიზირებულ მაღაზიებში, როგორიცაა „8000 მოსავალი“, ან „რეიხები“. დიანას თქმით, 11 ეტიკეტიდან გარკვეული რაოდენობა უკვე დაბეჭდილია და გაშვებულია რელიზაციაში როგორც საქართველოში, ასევე, უცხოეთში. დანარჩენის დაბეჭდვა კი, სამომავლოდ არის დაგეგმილი.

M: როგორი სამუშაოა დიზაინერისთვის ღვინის ეტიეკტის შექმნა?
საკმაოდ შრომატევადი და ძალიან საინტერესო! სანამ საქმეს შევუდგებოდი მოვიძიე და შევისწავლე დიდი ოდენობით ინფორმაცია ღვინის დამზადების, მისი მახასიათებლების, კომპანიის ისტორიისა და მისი ძლიერი მხარეების შესახებ. ყოველი დადასტურებული ეტიკეტის უკან არსებობდა მრავალი სხვა ეტიკეტი, რომელიც სათითაოდ განიხილა და გულმოდგინეთ შემუშავდა, სანამ საბოლოო სახეს მივიღებდი. ღვინის ეტიკეტი საკმაოდ პატარა ზომის არის, მასზე გადმოსაცემი ინფორმაცია და შინაარსი კი ძალიან ვრცელი. შესაბამისად, დიზაინში ყოველი მილიმეტრი მნიშვნელოვანია და მცირე ცვლილებაც კი სულ სხვა ვიზუალს გვაძლევს.

განხილვა

ასევე ნახეთ