ხშირ შემთხვევებში, ტყვიას დამნაშავის ნაცვლად მსხვერპლი ისვრის, ის, ვისაც ერთ დროს გული ატკინეს. შედეგად, “სროლის” მთავარი მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, ბულინგი ხდება ხოლმე. ორგანიზაცია Give A Little Bit Foundation-მა სააგენტო DDB-სთან ერთად, საზოგადოებაში ამ მძიმე პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად, სპეციალური სარეკლამო პრინტ კამპანია მოამზადა. პოსტერები იმ ფაქტორებსა და შედეგს გადმოსცემენ, რაც ბულინგს ახლავს ხოლმე თან.


















