ახალი წლისთვის Dutch State Lottery-ის ჩვენთვის ერთი მარტივი რამ აქვს სათქმელი: ჯადოსნური რაღაცები ხდება მაშინ, როცა ერთმანეთზე ვზრუნავთ…
„წელიწადის ამ დროს ხდება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ერთმანეთის გვერდით დგომა, სიკეთის პატარა ქმედებებსაც კი შეუძლია ვიღაცის ცხოვრება ძალიან შეცვალოს. ამ რეკლამითაც გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ 30 მილიონის მოგება კი გასაოცარია, მაგრამ ნამდვილი ბედნიერება ხანდახან ცხოვრების პატარა მომენტებში იმალება. ბედნიერების, სიყვარულისა და თანაგრძნობის გაზიარება ნებისმიერ ფასს აღემატება და ეს სწორედ ის არის, რისი გაღვივებაც ჩვენს აუდიტორიაში გვსურს“, — აცხადებს მაიკ კასტელიჯნისი, Dutch State Lottery-ის ბიზნესხელმძღვანელი.
Give Each Other Some Luck-ის რეკლამაში მეზობლების ამბავს გვიყვებიან, ახალგაზრდა ბიჭი მოხუც ბებიას უანგაროდ ეხმარება, მართალია, თავად სანაცვლოდ არაფერი უნდა, მაგრამ პატარა სიკეთისთვის საოცარ ჯილდოს იღებს:
Dutch State Lottery-ის კამპანიაზე სარეკლამო სააგენტო TBWA\Neboko-მ იმუშავა.