in

გივი ქემოკლიძე – #პირველისამსახური

ხანდახან გული მწყდება, რომ ვერასდროს დავწერ ავტობიოგრაფიულ წიგნს – „1000 გზა ოცნების სამსახურამდე“, იმიტომ რომ პირველივე გზამ, რომელზეც დავდექი, ჩემი ოცნების სამსახურთან მიმიყვანა. 19 წლის ვიყავი, თავისუფალ უნივერსიტეტში მეორე კურსზე ვსწავლობდი, როცა სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი აუდიტორიაში, სადაც Altervision Group-ის წარმომადგენლები უყვებოდნენ უფროსკურსელებს Tbilisi Open Air-ზე და ბოლოს გამოაცხადეს, რომ აპირებდნენ სტუდენტებისგან შეეკრათ მარკეტინგის გუნდი და მსურველებისგან სამოტივაციო წერილსა და განვითარების ხედვებს ელოდნენ.

 

შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ როგორ მიყვარდა Tbilisi Open Air და როგორ ველოდი პირველივე ფესტივალიდან მთელი წელი შემდეგს, დამიჯერეთ ძალიან. მაგრამ იმაზე ფიქრმა, რომ 2012 წელს შეიძლებოდა ამ მოვლენის ნაწილი გავმხდარიყავი, ღამე თვალის მოხუჭვის კი არა, გონების გათიშვის კი არა, ცოტათი მოდუნების საშუალებაც არ მომცა. მაგრამ მაშინ მარკეტინგზე ბევრი არაფერი ვიცოდი და საბოლოოდ 12 გვერდიანი Word-დან რომელიც გავაგზავნე, 10 გვერდი ვლაპარაკობდი იმაზე, თუ როგორ მიყვარს ფესტივალი და როგორ მინდა, რამე სასარგებლო გავაკეთო ფესტივალისთვის. ძალიან მიხარია, რომ მონდომება დამიფასეს და გავხდი Tbilisi Open Air-ის გუდის წევრი.

ჩემი პირველი პროექტი იყო Tbilisi Open Air School Band, რომლის ფარგლებშიც გვინდოდა გაგვეზარდა ცნობადობა თინეიჯერებში და ვეძებდით სკოლის ბენდებს, საბოლოოდ ამ კონკურში გაიმარჯვა ბენდმა Mellow, რომელიც დღეს საკმაოდ წარმატებული ჯგუფია.

3 წლის შემდეგ, კიდევ ერთხელ ვიმუშავე Tbilisi Open Air-ზე, მეტი საქმით, მეტი პასუხისმგებლობით და ისეთივე დიდი მონდომებით.

გივი ქემოკლიძე – W-Forte – Copywriter

ქართული სუფრის პრეზენტაცია ბორდოს გამოფენაზე „საქართველო – მეღვინეობის აკვანი”!

რა კითხვებზე ეძებს პასუხებს ბანგკოკის ქუჩებში მორბენალი დევიდ ბეკჰემი? – AIA-ს კამპანია Whats Your Why