დიზაინერმა და ილუსტრატორმა სანდრო ალექსიძემ ახალი პროექტი გია ყანჩელის შემოქმედებას მიუძღვნა. “The Lonely Genius” (მარტოსული გენიოსი) – ეს არის ილუსტრაციები და მუსიკა იმ ფილმებიდან, სადაც ყანჩელის მელოდიები ჟღერს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/sandro.aleksidze/videos/3151514961622805/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
და რა თქმა უნდა, უკვდავი „ყვითელი ფოთლები“. . . . სანდრო ალექსიძისთვის მუსიკა ურთიერთობის ყველაზე სრულყოფილი გზაა.
„მე საქართველოში გავიზარდე, ცეკვის, მუსიკისა და ჰედონიზმის ქვეყანაში. მუდმივად გარემოცული ვიყავი შესანიშნავი მუსიკით, რომელსაც ქართველი კომპოზიტორები და მუსიკოსები ქმნიდნენ. ერთ-ერთი მათგანი იყო გია ყანჩელი. . . სულ ცოტა ხნის წინ, ძველ ფილმებს [მუსიკა გია ყანჩელის] ვუყურე და ხელახლა აღმოვაჩინე გია ყანჩელის მელოდიების ბრწყინვალება“.
სწორედ ეს მელოდიები გახდა მისი შთაგონების წყარო, შეექმნა “The Lonely Genius” და მადლიერება გამოეხატა იმ მუსიკისთვის, „რომელსაც შეუძლია, სულს ღრმად ჩასწვდეს“.
„მე მინდოდა, შემექმნა ისეთი რამ, რაც სხვებს საშუალებას მისცემს, აღმოაჩინონ მუსიკის ნამდვილი ჯადოქარი, გია ყანჩელი, რომელსაც შეეძლო დუმილი ბრწყინვალე ბგერებად ექცია“, – ასე წარადგინა სანდრო ალექსიძემ ნამუშევრები.