in

Long Live მაესტრო! – ყანჩელი, როგორც ლეგენდა

“ეხ, თამუნია, თამუნია!” – ყანჩელის მუსიკაზე სულ ეს სცენა მახსენდება, თუ როგორ ეცემა საყვარელი თამუნიას საფლავზე ვარდები.. შეუძლებელია, ასევე, “როცა აყვავდა ნუში” და ველოსიპედით მოსეირნე წყვილი არ გაგახსენდეს.. “არაჩვეულებრივი გამოფენის” არაჩვეულებრივი მუსიკა, “მიმინო”, “არ დაიდარდო”.. გასახსენებელი ძალიან ბევრია. საოცარია ის ფაქტი, რომ ყანჩელის მუსიკას ყველგან იპოვი – ფილმებშიც, თეატრშიც, რეკლამებშიც, სატელევიზიო შოუებში, ქართულ და უცხოურ სცენებზე, ქუჩებში, ყურსასმენებში.. გია ყანჩელის მუსიკა ყველგან არის.

BOG
BOG

სწორედ ამ უძირო და უსაზღვრო შემოქმედების ფონზე გადავწყვიტეთ, ჩვენც გვეთქვა ერთი-ორი სიტყვა ჩვენი გია ყანჩელის შესახებ. ყანჩელი ის კომპოზიტორია, რომლის მუსიკასაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი რიტმი ახასიათებს. სწორედ ამ ინდივიდუალიზმისა და გამორჩეულობის გამოა ალბათ, დღესდღეობით მსოფლიოში 20 საუკეთესო ფილმის კომპოზიტორს შორის რომ ასახელებენ. და, ვფიქრობ, ჩვენც ობიექტურები ვიქნებით, თუ მას ნინო როტას, ჰანს ციმერის, ენიო მორიკონეს გვერდით მოვიაზრებთ.

ხშირად მიფიქრია, რატომ მიყვარს ასე განსაკუთრებულად-თქო, მგონი იმიტომ, რომ მის მუსიკას კონკრეტული მომენტების უკეთესობისკენ შეცვლა შეუძლია. მისი შემოქმედების მოსმენისას ის განცდაც მიჩნდება ხოლმე, რომ როგორც ფილმებს ერგება ყანჩელის ნოტები, ისე – ცხოვრებასაც, ერთგვარი ცხოვრების საუნდტრეკივითაა.. ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ გონებით “წამიღია” მისი მუსიკა ყვითელი ფოთლებით გამოტენილ ქუჩებში და ზუსტად იმ სიჩუმისთვის დამიგდია ყური, კომპოზიტორი ამხელა მონდომებით რომ აღწერს თავის შემოქმედებაში.

და მაინც, რა უცნაურია არა? ზუსტად ამ სიჩუმეში წავიდა, ზუსტად შემოდგომაზე.. და ალბათ ამიერიდან კიდევ უფრო მეტი მიზეზი გვექნება საიმისოდ, რომ ყანჩელი შემოდგომასთან დავაკავშიროთ.

#ისაქარის და ამას ყველაფერი ამბობს დღეს.

გთავაზობთ გია ყანჩელის რამდენიმე კომპოზიციას:

ყანჩელის “ჩემი ქალაქი” 2005 წელს გამოვიდა. ვფიქრობ, ეს სიმღერა, იმითაა გამორჩეული, რომ საოცარ მუსიკას, საოცარი ხმა ერთვის და საბოლოო ჯამში ემოციის, ტკივილის, განცდების უფსკრულში მიჰყავხარ.

 

“ქარი ქრის..” – გალაკტიონის ლექსზე დაწერილი სიმღერაა, რომელსაც, ვფიქრობ, ზუსტად ის ემოცია მოაქვს, რომელიც უნდა მოჰქონდეს. და თუ ამ ლინკის კომენტარებში გადაინაცვლებთ, დაინახავთ, როგორ აქებენ უცხოელი მსმენელები სიმღერას, მიუხედავად იმისა, რომ ქართული საერთოდაც არ ესმით..

 

“ზღვის სიმღერის” გამოსვლის წლადაც 2005-ია ცნობილი. და ეს სიმღერაც ალბომში “მუსიკა ფილმისთვის და თეატრისთვის” არის გაერთიანებული.

 

“თეთრი ქვები” – ასე ჰქვია 1972 წელს გადაღებულ ფილმს, რომლის კომპოზიციაც სწორედ ყანჩელის დაწერილია.

 

და ბოლოს, გენიალური ფილმის “ცისფერი მთები” საუნდტრეკი:

 

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე

გამოიგონეს ხელოვნური სისხლი, რომელიც სისხლის ნებისმიერ ჯგუფთან თავსებადია

3 ქმედება, რომელიც სასურველი სამსახურის პოვნაში დაგეხმარებათ