ბრენდმა Downy–მ, რომელიც ტანსაცმლის კონდიციონერებს უშვებს ახალი სატელევიზიო კამპანია წამოიწყო, რომელიც ასევე ინტერნეტ კამპანიის #hugmore–ის ნაწილია.
ვიდეოში სხვადასხვა წყვილები: ტყუპები, ცოლ-ქმარი, დედა-შვილი, მეგობრები ურთიერთობის ისტორიას გვიყვებიან. სტილისტიკურად რეკლამა ინტერვიუს რეჟიმში მიმდინარეობას. ფინალში ინტერვიუერი წყვილებს ჩახუტებას სთხოვს.
“ის წამები, რომლებიც ღირს რომ გაჩერდეს”, “ყველაზე დიდი ძალა საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნაა” ამ ორი სლოგანით Downy–ი ჩახუტებას უფრო კომფორტულს ხდის.
http://youtu.be/3R8itN_t-NE