როდესაც ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორიც Beyonce და ბობ მარლის შვილიშვილი ლუიზ მარლი საკუთარი სხეულის სიყვარულისა და რეგულარული ვარჯიშისკენ მოგიწოდებენ, სულ რომ ყველაზე ზარმაცი ადამიანი იყო, მაინც გიჩნდება ნაბიჯის გადადგმის სურვილი. ეს არაჩვეულებრივი სარეკლამო ვიდეორგოლი მომღერლის ტანსაცმლის ხაზის Ivy Park–ისთვის შეიქმნა. ლოს–ანჯელესის არაჩვეულებრივი პეიზაჟების ფონზე მოსაუბრე ცნობილი ქალბატონები ყველასთვის შეიძლება იქცნენ შთაგონების წყაროდ. გარდა ამისა, თავად ახალი გაზაფხული–ზაფხულის კოლექციაც, რომელიც ძირითადად სპორტული სტილით არის შექმნილი, ძალიან მოხიბლავს მომხმარებელს და კიდევ უფრო გაუმძაფრებს ფორმაში ჩადგომის სურვილს. კარგი მოტივაცია, არაჩვეულებრივი სპორტული ტანსაცმელი და მშვენიერი ვიდეორგოლი… ვარჯიშის დროა!