22
Jun
2018

Glamping Georgia – პირველი კოტეჯი „გლამურული კემპინგისთვის“ ამბროლაურში

22 Jun 2018

რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ კრიხში, საქართველოში პირველი გლემფინგ კოტეჯი – Glamping Georgia Krikhi გამოჩნდა. „გლემფინგი“ არის ჩვენს საუკუნეში წარმოშობილი სიტყვა და იშიფრება, როგორც გლამურული კემპინგი – ადგილი, სადაც ბუნება და კომფორტი ხვდება ერთმანეთს. Glamping Georgia-ს ფეისბუკგვერდმა სულ 2 დღეა, რაც ფუნქციონირება დაიწყო. მსოფლიოში სასტუმროების ონლაინ ჯავშნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიტზე – booking.com-ზე კი, შესაძლებელია დეტალური ინფორმაციის მოძიება. მარკეტერი გთავაზობთ Glamping Georgia Krikhi-ს დამფუძნებლის, გიორგი ისაკაძის კომენტარს:გიორგი ისაკაძე: „პროფესიით ფინანსიტი ვარ, ბიზნესში ვსაქმიანობ, მეღვინეობასაც ვეწევი, ვენახები მაქვს და ჩემი ბრენდის ღვინოც მალე გამოჩნდება ბაზარზე. რაც შეეხება გლემფინგ კოტეჯს, იდეა არსებობს, დაახლოებით, 2 წელიწადია. ჯერჯერობით, ორი კოტეჯი მოვასწარით ამ სეზონზე. იმის გათვალისწინებით, რომ გემფლინგი გულისხმობს მაქსიმალურ კომფორტსა და ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეს, ვფიქრობ, სწორედ ეს განასხვავებს Glamping Georgia Hotel-ს სხვებისგან. „შენობას ტენტის ტიპის გადახურვა აქვს, შიდა სივრცეში არის სველი წერტილები, მინისამზარეულო, მინიკინოთეატრი, უფასო WIFI და შექმნილია ისეთი პირობები, რაც შეიძლება, მაღალი დონის სასტუმროს ჰქონდეს. ერთ კოტეჯში შეიძლება განთავსდეს 4 ადამიანი. ხვალიდან უკვე ველოდებით პირველ სტუმარს. უცხოეთიდან გვაქვს ძალიან ბევრი ჯავშანი, თუმცა, ორიენტირებულები ტურისტებზე არ ვართ. სამომავლოდ ვაპირებთ, მაღალ ტურისტულ ზონებში: ბაკურიანი, გუდაური, სვანეთი და ზღვისპირეთი – დავამატოთ კოტეჯები“, – გიორგი ისაკაძე.

განხილვა