სასტუმრო Glarros OldTown-სა და კომპანია Tene-ს შორის მწვანე თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ეს ინოვაციური პარტნიორობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია სასტუმროს გარემოსდაცვითი მდგრადობის მიმართ.
პლასტმასის ნარჩენების გლობალური კრიზისის გადასაჭრელად, ერთობლივი ძალისხმევით, Glarros OldTown-მა და Tene-მ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ეკომეგობრული ინიციატივის დასამკვიდრებლად, რომელიც პლასტმასის ნარჩენებს ღირებულ რესურსად გარდაქმნის.
სასტუმრო Glarros OldTown უკვე ცნობილია ეკომეგობრული პრაქტიკით, რაც გულისხმობს ეკო-მეგობრული ხის გასაღებების გამოყენებას, სტუმრის საჭიროებებზე მორგებულ ოთახის ციფრულ პანელებს, ციფრულ მისასალმებელ წერილებს და ა.შ.
აღნიშნული პარტნიორობა, რომელიც საშუალებას აძლევს სტუმრებს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ პლასტმასის ნარჩენების შეგროვებასა და შემდგომ გადამუშავების პროცესში, კიდევ უფრო გააძლიერებს სასტუმროს გარემოსდაცვით მდგრადობას.
„აღფრთოვანებული ვართ, რომ დავიწყებთ ამ მოგზაურობას ტენესთან ერთად“, – ამბობს სასტუმრო Glarros OldTown-ის მენეჯმენტ ჯგუფის HSC Group-ის დირექტორი, გიორგი დოლიძე.
„ჩვენი თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ერთგულებას ეკოლოგიური მდგრადობისადმი და მოხარულნი ვართ, საშუალება მივცეთ ჩვენს სტუმრებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ეკოლოგიურად მნიშნელოვან ინიციატივაში. Glarros OldTown-ში გვჯერა, რომ ერთად შეგვიძლია მნიშვნელოვანი გავლენა მოვახდინოთ პლასტმასის ნარჩენების შემცირებაზე.“
Tene-ს კონტეინერი განთავსებული იქნება სასტუმროს გამწვანებულ, ღია სივრცეში, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, მოათავსონ პლასტმასის ნარჩენები ხელახალი გადამუშავებისთვის, რომელიც შემდგომ, Tene-ს მიერ გადაიქცევა ინოვაციურ დამტენ კაბელად. ეს პროცესი კი თავისთავად ხელს შეუწყობს წრიულ ეკონომიკასა და ეკომეგობრული პრაქტიკის დანერგვას სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.
აღნიშნული პარტნიორობა Tene-სთან, კიდევ ერთელ ხაზს უსვამს სასტუმრო Glarros OldTown – ის ერთგულებას ეკომეგობრული პრაქტიკის მიმართ და აძლიერებს ორივე კომპანიის მისწრაფებას, მწვანე და ჯანსაღი სამყაროს შესაქმნელად.
A Good Place to Be
[R]