in

Glassdoor სამუშაოდ საუკეთესო კომპანიების სიას აქვეყნებს

პრიორიტეტი ის კომპანიებია, რომლებიც თანამშრომელთა განვითარების საშუალებას იძლევა

Glassdoor-მა, უდიდესმა სამუშაო ადგილებისა და დასაქმების საიტმა, უკვე მეცამეტედ გამოაქვეყნა იმ კომპანიების სია, რომლებში მუშაობაც საუკეთესო გამოცდილებაა. შედეგები 100 კომპანიის თანამშრომელთა უკუკავშირის საფუძველზე ვლიდნება და აღსანიშნავია, რომ Glassdoor-ისთვის პრიორიტეტი მისიაზე ორიენტირებული კომპანიებია, რომლებიც განვითარების შესაძლებლობებს იძლევა.

Glassdoor-ის მთავარი ეკონომისტის, ენდრიუ ჩემბერლენის თქმით, ზოგიერთი კომპანია, რომელიც საუკეთესო თხუთმეტეულში მოხვდა, Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ “წინა ფრონტზე იბრძოდა”. მაგალითად, Pfizer, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინა შექმნა და Northwell Health-მა კი, აშშ-ში წინა ხაზზე მომუშავე პერსონალს პირველმა გადასცა ვაქცინა.

ამ ჩამონათვალში მოცემულ კომპანიებში მინიმუმ 1 000 თანამშრომელია, ხოლო უფრო პატარა კომპანიებისთვის Glassdoor ცალკე სია არსებობს.

15. DocuSign-ს კომპანიის ჯამური რეიტინგია 4.4

“DocuSign-მა დიდებულად შეასრულა თავისი საქმე Covid-19-ის დროს. კომპანია დარწმუნდა, რომ მისი თანამშრომლები დისტანციური მუშაობის დროსაც წარმატებისკენ არიან მოწოდებული” – ამბობს DocuSign-ის ბაზრის განვითარების წარმომადგენელი.

14. Stryker-ის ჯამური რეიტინგია 4.4

“დიდი ანაზღაურება და სარგებელი. თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე” – Stryker-ის ინვენტარის მყიდველი.

13. LinkedIn-ის ჯამური რეიტინგია 4.4

“კომპანია ნამდვილად ზრუნავს თავისი თანამშრომლების კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით COVID-19 დროს. სარგებელი საოცარია”- LinkedIn პერსონალის პროგრამული ინჟინერი.

12. Boston Consulting Group-ის ჯამური რეიტინგია 4.4

“BCG გვპირდება ინვესტირებას მათი თანამშრომლების ზრდასა და პროფესიულ განვითარებაში და როგორც ვხედავთ, 100% ასრულებენ ამ დაპირებას” – ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის კონსულტანტი.

11. Facebook-ის ჯამური რეიტინგია 4.4

“მენეჯმენტი ხელს უწყობდა დისტანციურ სამუშაოზე გადასვლას და სახლიდან მუშაობას, Covid-19-ის პანდემიიდან გამომდინარე” – Facebook-ის კონფიდენციალურობის პროგრამის მენეჯერი. 

10. H-E-B-ის ჯამური რეიტინგია 4.4

“საოცარი კომპანია. გასაოცარია მენეჯერები. დიდი ანაზღაურება, რეგულარული ზრდით. სუპერ მხიარული სამუშაო გარემო და მე თაყვანს ვცემ ჩემს თანამშრომლებს” – H-E-B-ის კვების სერვისის წარმომადგენელი.

9. Microsoft-ის ჯამური რეიტინგია 4.5

“კარგი სამუშაო/ცხოვრების ბალანსი, გუნდური მუშაობა, დიდი კულტურა, მოქნილობა ჩემი ინტელექტუალური მიზნის მისაღწევად და ჩემი პოტენციალის გამოსაწვევად” – Microsoft-ის პროგრამის მენეჯერი.

8. Lululemon-ის ჯამური რეიტინგია 4.5

“Lululemon თანამშრომლებთან კომუნიკაციით და უკუკავშირის მიღებით გამოირჩევა” – Lululemon-ის პედაგოგი.

7. Delta Air Lines-ის ჯამური რეიტინგია 4.5

“Covid-19-ის დროს მთავარი პრიორიტეტი თანამშრომლების კეთილდღეობა და კომფორტი იყო” – Delta Air Lines Flight-ის პერსონალი.

6. Google-ის ჯამური რეიტინგია 4.5

“აქ ხალხი ძალიან ჭკვიანი და მოტივირებულია და ისინი დიდ ყურადღებას აქცევენ სამუშაო ცხოვრების ბალანსს. კომპენსაციაც კარგია!” – Google Looker Sales.

5. McKinsey & Company-ის ჯამური რეიტინგია 4.5

“მზრუნველი კომპანიის კულტურა, დიდი სარგებელი, მეგობრული თანამშრომლები და უამრავი შიდა შესაძლებლობა”  – McKinsey & Company-ის აღმასრულებელი ასისტენტი.

4. HubSpot-ის ჯამური რეიტინგია 4.5

“კომპანიამ ახალი დონე აჩვენა გააზრებული პროგრამებით, სახლიდან მუშაობით და მოქნილობით” – HubSpot-ის მომხმარებლის წარმატების მენეჯერი.

3. In-N-Out Burger-ის ჯამური რეიტინგია 4.5

“საოცარი ხალხი, შესანიშნავი ხელმძღვანელობა, მე ყოველდღე ვგრძნობ მზრუნველობას და ჩვენ ვქმნით საუკეთესო ბურგერებს პლანეტაზე!” – In-N-Out Burger-ის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის მარეგულირებელის ხელმძღვანელი.

2. Nvidia-ს ჯამური რეიტინგია 4.5

“NVIDIA-ს ძირითადი ღირებულებებია – ინტელექტუალური პატიოსნება, ინოვაცია, სისწრაფე, სრულყოფილება და ერთ გუნდად მუშაობა. თითოეულ საქმეში ეს იგრძნობა” – Nvidia-ს პროგრამის უფროსი.

1. Bain & Company-ის ჯამური რეიტინგია 4.6

“შინაგანი ოფისის ასეთი ძლიერი კულტურა სხვას არავის აქვს. მე არასდროს მიგრძვნია ასეთი ჩართულობა, ინვესტირება და მხარდაჭერა ფირმაში.” – Bain & Company-ის ასოცირებული კონსულტანტი.

საფეხბურთო კლუბი „ბარნლი“ ტალანტებს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მოიძიებს

„პროკრედიტ ბანკის“ შენობამ, ენერგო და რესურს ეფექტურობისთვის, Edge-ს საერთაშორისო სერტიფიკატი მიიღო