სწორია თუ არა ის პირობები, რასაც დასაქმებულს ვთავაზობ? მოწესრიგებული მაქვს თუ არა – იურიდიული დოკუმენტაცია? ჩემი თანამშრომლების სამუშაო განაკვეთი შეესაბამება კანონმდებლობას? მომიწევს ჯარიმის გადახდა რომ შემამოწმონ? – ეს ის ხშირად დასმული კითხვებია, რომლებიც კომპანიის მფლობელებისთვის განსაკუთრებით აქტუალური 2020 წლის 29 სექტემბრის შემდეგ გახდა. შრომის კოდექსში მიღებული ცვლილებების შემდეგ კომპანიებმა, რომელთაც დარღვევები ჰქონდათ იურიდიულ დოკუმენტებში, არ გააჩნდათ შინაგანაწესი ან ზედაპირულად უდგებოდნენ აღნიშნულ საკითხებს, მოსალოდნელი შემოწმების გავლენით დოკუმენტაციას მოგვარება დაიწყეს. თუმცა ბაზარზე არსებულ უამრავ იურიდიულ ფირმას შორის – კონკრეტულად ამ მომსახურებით დაკავებული ძალიან ცოტა აღმოჩნდა. სწორედ ამან განაპირობა იურიდიულ კომპანია GLCC-ში ახალი მომსახურების დანერგვა. შრომითი ურთიერთობების აუდიტი ის სერვისია, რასაც GLCC კომპანიებს სთავაზობს. შრომითი ურთიერთობების მიმართულებას უძღვება ფირმის პარტნიორი შალვა ცხაკაია, რომელსაც მრავალწლიანი გამოცდილება აქვს შრომით ურთიერთობებში, გავლილი აქვს შრომის სამართლის საერთაშორისო სტანდარტების კურსი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში, ტურინსა და ჟენევაში, არის საქართველოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წევრი და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის გამგეობის არჩეული წევრი. უფრო დეტალურად მომსახურებასა და კომპანიებში არსებულ შრომით პრობლემებზე კომპანია GLCC-ის იურისტი – ენვერ აბულაძე საუბრობს:
რა გახდა ამ მომსახურების დანერგვის მიზეზი?
კომპანია GLCC 2007 წლიდან შეიქმნა – თუმცა სიახლე და ჩვენი ძირითადი მომსახურება, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს შრომით ურთიერთობებზე, ახლახანს დაინერგა და განპირობებულია შრომის კოდექსში 2020 წლის 29 სექტემბერს მიღებული ცვლილებებიდან გამომდინარე. ცვლილებების შემდეგ ბევრ კომპანიას მოუხდა შიდა დოკუმენტაციის განახლება. გაიზარდა შრომის ინსპექციის უფლებამოსილება და აქედან გამომდინარე, კომპანიებში გაჩნდა იურიდიული ურთიერთობების მოწესრიგების საკითხი. თუკი ადრე მხოლოდ შრომის უსაფრთხოებას ამოწმებდნენ, ახალი რეგულაციებით არკვევენ რამდენად სწორად არის გაწერილი სამუშაო დროის საათები, არის თუ არა ზეგანაკვეთური ანაზღაურება და ზოგადად, რამდენად შეესაბამება შრომის სამართლებრივი დოკუმენტაცია კანონმდებლობას.
სწორედ ამიტომ დავნერგეთ ახალი მომსახურება – შრომის აუდიტი, რომ მთლიანად შევამოწმოთ კომპანიის დოკუმენტაცია, ხელშეკრულებები, შინაგანაწესი, სხვა შიდა დოკუმენტები, გავცეთ რეკომენდაციები, რომ ერთი მხრივ, თუკი მომავალში ინსპექცია შემოვა დარღვევები არ იყოს, ხოლო მეორე მხრივ, მოხდეს რისკების დაზღვევა შრომითი დავის წარმოშობის შემთხვევაში.
უფრო დეტალურად – რას მოიცავს მომსახურება?
შრომის ინსპექციის მანდატს შრომის უსაფრთხოების საკითხების გარდა დაემატა კერძო კომპანიებში შრომითი ურთიერთობების კანონთან შესაბამისობის ინსპექტირება და სანქცირება. გარდა ამისა, შრომითი დავები რჩება დამსაქმებელთათვის მაღალი რისკის დავად არსებული სასამართლო პრაქტიკის გამო. ამ საკითხების პრევენციისთვის შეიქმნა შრომითი აუდიტის მომსახურება, რომელიც შემდეგ პუნქტებს მოიცავს:
- შრომის აუდიტი, რომელიც წარმოადგენს კომპანიის შრომითი ურთიერთობების მრავალ-ვექტორულ კვლევას, რის საფუძველზეც შევისწავლით კომპანიის შრომით ურთიერთობებში არსებულ რისკებს და საფრთხეებს, გავცემთ რეკომენდაციებს, შრომითი რისკების პრევენციისა და შრომის კანონმდებლობის დარღვევების აღმოფხვრისთვის;
- შრომის ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
- თანამშრომლებთან სავალდებულო კონსულტაციისა და ინფორმირების პროცედურის შექმნა და დანერგვა;
- შევიწროებისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ სავალდებულო რეგულაციების და პროცედურის დანერგვა;
რა კომპანიებს ემსახურებით ძირითადად და რა ეტაპად მიმდინარეობს მომსახურების გაწევა?
ეს ვალდებულებები ყველა ინდუსტრიას ეხება და მსხვილი იქნება კომპანია, თუ მცირე, ნებისმიერს შეგვიძლია დავეხმაროთ გაიგონ რამდენად შეესაბამება მათი შრომითი ურთიერთობები კანონმდებლობას. პირველ ეტაპზე გვიკავშირდება კომპანია, გვაწვდის ჩვენ მიერ მოთხოვნილ ყველა დოკუმენტაციას, ვიკვლევთ, განვსაზღვრავთ რისკებს და ამის მერე ვდებთ დასკვნას. მთელ ამ პროცესში ვატარებთ ინტერვიუებს საკითხში უკეთ გასარკვევად. დასკვნის წარდგენის და განხილვის შემდეგ კომპანიებს უკვე პრობლემის მოგვარების გზებს ვთავაზობთ. მთელი ეს გზა და პროცესი უკვე გავიარეთ “შპს ნეოტექთან”, რომლის ფინანსური დირექტორიც – მალხაზ ქლიბაძე უკეთ ისაუბრებს კომპანიაში არსებულ იურდიულ საჭიროებებზე:
რატომ მიმართეთ კომპანიას GLCC? – რა პრობლემა გქონდათ?
ჩვენი კომპანია გამოირჩევა მოქმედი კანონმდებლობის დაცვით, დაარსების დღიდან დღემდე ვცდილობთ სრულ შესაბამისობაში ვიყოთ კანონმდებლობასთან. 2020 წელს შრომით კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა გვაჩვენა, რომ სურვილი ხანდახან არ ემთხვევა შესაძლებლობას, კერძოდ კომპანიის მენეჯმენტს გვსურს ვიყოთ კანონთან შესაბამისობაში, მაგრამ ამ სურვილის საკუთარი ძალებით განხორციელების შესაძლებლობას მოკლებულნი ვიყავით. ცხადი გახდა, რომ გვესაჭიროებოდა მაღალკვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა ჩვენი კომპანიის სამუშაო პროცესების და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების საქართველოს შრომით კოდექსთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
კომპანია როგორ დაგეხმარათ ამ საკითხის მოგვარებაში?
წინასახელშეკრულებო ურთიერთობის დაწყებისთანავე GLCC-ის იურისტების მიერ მოხდა დასმული ამოცანის გადაჭრის ყველაზე ეფექტური და ჩვენი კომპანიის ინტერესებზე მორგებული სქემის შემუშავება. პირველ რიგში, დაიგეგმა არსებული სისტემის აუდიტი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა ყველა კანონთან შეუსაბამობა. შეუსაბამობების შინაარსის და მოსალოდნელი რისკების შეფასების შედეგად მოხდა შეუსაბამობების კლასიფიცირება. GLCC-ის იურისტების მიერ ჩატარებულმა აუდიტმა თვალნათლივ დაგვანახა და გამოკვეთა იმ ცვლილებების და სიახლეების გატარების აუცილებლობა რომელიც დასმული ამოცანის განხორციელებისთვის იყო საჭირო. მეორე ეტაპზე მოხდა აუდიტირების შედეგებზე დაყრდნობით არსებული შეუსაბამობების გასწორება, ახალი შრომითი კოდექსით მოთხოვნილი პროცედურების შექმნა ჩვენი კომპანიის სპეციფიკის გათვალისწინებით, თანამშრომელთა ცნობიერების გაზრდის მიზნით ჩატარდა სამუშაოები.
რა მიდგომებით ხელმძღვანელობს კომპანია დამკვეთებთან ურთიერთობისას და ზოგადად, მუშაობისას?
კომპანია GLCC-თან თანამშრომლობისას, პირველ რიგში, იკვეთება მათი მზაობა გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების დასამყარებლად, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ყველა სფეროში და განსაკუთრებით მაშინ როდესაც საქმე ეხება იურიდიულ მომსახურებას. ჩვენი თანამშრომლობის პერიოდში გამოიკვეთა მათი მიდგომა, რომ მოხდეს ისეთი იურიდიული სერვისების შერჩევა და შემოთავაზება, რომელიც ჩვენი კომპანიის ინტერესზეა მორგებული, რაც მნიშვნელოვნად ზოგავს დროს და იურიდიული მომსახურების ხარჯებს. ცალკეა გამოსაყოფი მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციის მოწოდების მეთოდი, რომელიც შემოგვთავაზეს. მათ მიერ მოწოდებული რეგულარული რეპორტები საშუალებას გვაძლევს ერთიან ჭრილში დავინახოთ მიმდინარე საკითხების სტატუსები, განხორციელებული ქმედებები და სავარაუდო დასრულების ვადები. ეს საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის როგორც დამკვეთისათვის განსაკუთრებით მაშინ როდესაც იურისტები ერთდროულად მუშაობენ რამოდენიმე ათეულ იურიდიულ საკითხზე. მივიჩნევთ, რომ GLCC-ის სახით ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური და მყარი პარტნიორი იურიდიული კომპანია. მადლობის თქმის სურვილი მიჩნდება ჩვენი კომპანიის იურიდიული საკითხების მმართველი იურისტის – შალვა ცხაკაიასა და GLCC-ის იურისტის, ენვერ აბულაძისათვის. მეც ვისარგებლებ შემთხვევით და მადლობას გადავუხდი თქვენი საშუალებით გაწეული და მომავალში გასაწევი შრომისათვის.
[R]