in

ბრიტანულ-ქართული კოლაბორაცია! – “თელიანმა ველმა” ბრენდი “გლეხური” განაახლა

90-იანი წლების ბოლოდან დღემდე, “თელიანმა ველმა” შეძლო მძლავრ ბრენდად პოზიციონირება როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია აქტიურადაა წარმოდგენილი დიდ ბრიტანეთსა და აშშ-შიც და ყოველწლიურად, მსოფლიოს საუკეთესო სასმელებს შორის იწონებს თავს. ცოტა ხნის წინ, “თელიანმა ველმა” ბრენდინგ პორტფოლიო განაახლა. შეიცვალა “თელიანი ველის” ქვევრის ღვინის ბრენდ “გლეხურის” ვიზუალიც – ძველი შეფუთვა თანამედროვე დიზაინმა ჩაანაცვლა. ახალი სტრატეგია და ვიზუალური რებრენდინგი ბრიტანული სააგენტო The Modern Studio-სა და ქართული დიზაინ სტუდია MORE Studio-ს კოლაბორაციით შეიქმნა. განახლებული “გლეხურის” შესახებ “თელიანი ველისა” და კრეატიული სტუდიების წარმომადგენლების ვესაუბრეთ.

სალომე მოსიძე, “თელიანი ველის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

„თელიანი ველი“ საერთაშორისო ბაზარზე ქართული ღვინის სათავეში დგას. ჩვენი მეღვინეობა გამორჩეულ და განსაკუთრებულ ღვინოს აწარმოებს და მსოფლიოს წარუდგენს. წინსვლამ, ღვინის მოყვარულების ინტერესმა, მსოფლიო აღიარებამ, დაგროვილმა ცოდნამ და მიღწეულმა წარმატებამ მიგვიყვანა სტრატეგიული ხედვის განახლების გადაწყვეტილებამდე, რასაც ბუნებრივად მოყვა ბრენდინგის ცვლილებაც. გამომდინარე იქიდან, რომ „თელიანი ველი“ გლობალური ბრენდია, გადავწყვიტეთ ვიზუალური იდენტობის მიმართულებით, ქართულ და ბრიტანულ სააგენტოებს ერთად ემუშავათ.  ბრიტანულმა სტუდიამ „The Modern Studio“ და ქართულმა სააგენტომ „More Studio”  „თელიანი ველის“ პორტფოლიოს განახლებული დიზაინი და პროდუქტები ერთად შექმნეს. ამ პროცესში, ჩვენთან ერთად, ღვინის ექსპერტები და საერთაშორისო კონსულტანტები იყვნენ ჩართულები. ჩვენს განახლებულ პორთფელს უახლოეს მომავალში გაგაცნობთ, დღეს კი, განახლებულ ქვევრის ღვინო „გლეხურზე“ გვინდა გესაუბროთ, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი. იგი ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დამზადებული განსაკუთრებული ღვინოა და მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს.

გვინდოდა ბრენდის ისეთი ვიზუალური იდენტობა, რომელიც მსოფლიოს ქართული მეღვინეობის გამორჩეულობას გააცნობდა და საინტერესო იქნებოდა, როგორც ქართველი, ასევე ბრიტანელი, ამერიკელი და ზოგადად, მთელი მსოფლიოს ღვინის მოყვარულებისთვის. 

M: უფრო ვრცლად გვიამბეთ, ბრენდ “გლეხურსა” და მის საერთაშორისო მიღწევებზე… 

საერთაშორისო კონკურსებზე მოპოვებული უმაღლესი ჯილდოები უდიდესი წარმატებაა, როგორც თელიანი ველისათვის, ასევე,  საქართველოსთვის  და ქართული მეღვინეობისთვის. გამოვარჩევდი „Decanter World Wine Awards“-სა და „Intenational Wine Challenge”-ზე მიღწეულ წარმატებას. საერთაშორისო კონკურს დეკანტერის (DWWA) ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო -„Best in Show” ყოველწლიურად მხოლოდ 50 საუკეთესო ღვინოს გადაეცემა. 2020 წელს კონკურსში  16 518 ღვინო იღებდა მონაწილეობას და „გლეხური რქაწითელი ქვევრი 2018“ მსოფლიოს საუკეთესო 50 ღვინოს შორის დასახელდა და „Best in Show” ჯილდო გადაეცა. აღსანიშნავია, რომ თელიანი ველი ერთადერთი ქართული მეღვინეობაა, რომელმაც „Best in show”  მოიპოვა და უკვე ზედიზედ ორი წელია, რაც ეს ჯილდო ჩვენს ღვინოს გადაეცემა.  „International Wine Challenge“  ასევე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონკურსია, რომელიც 38 წელია უკვე არსებობს. ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდო – ოქროს თასი საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს გადაეცემათ. უკვე მესამე წელია, „გლეხური ქისი ქვევრი“ კონკურს „International Wine Challenge“-ის რჩეულია და ოქროს თასის (Gold Trophy) მფლობელი.  

M: გვიამბეთ, როგორ შეიქმნა “გლეხურის” ვიზუალური ბრენდინგი და ბრენდის ახლებური პოზიციონირება?

ზაქარია მესროპოვი, MORE Studio:პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ “გლეხურის” ცვლილება დიდი პროცესის ერთ-ერთი ნაწილია, რომელშიც შედის “თელიანი ველის” პროდუქციის ვიზუალური ცვლილება და ასევე, უშუალოდ დედა ბრენდის, “თელიანი ველის” სტრატეგიის, პოზიციონირების/აღქმის გადააზრება, ვერბალური და ვიზუალური იდენტიფიკატორების განახლება. მოკლედ რომ ვთქვათ, შესრულდა სრული რებრენდინგი, რაზედაც უფრო ვრცლად ახლო მომავალში ვისაუბრებთ. ზემოთ აღწერილ სამუშაო პროცესში ჩართული იყო ჩვენი სტუდიაც. “თელიანი ველის” ბრენდინგი და შეფუთვა ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად შევიმუშავეთ.

რაც შეეხება გლეხურის ვიზუალურ განახლებას, ის უშუალო კავშირშია თელიანი ველის რებრენდინგთან, როგორც სტრატეგიულად ასევე ვიზუალურად. ის ფასეულობები, რაც ამოძრავებს ბრენდს ნათლად არის წარმოჩენილი შეფუთვაში. კერძოდ, ხელთქმნილობა და ღვინის დაყენებაში ადამიანის ჩართულობა, მოგეხსენებათ გლეხური ქვევრის ღვინოა, კახური წესით მზადდება, მეღვინისა და ზოგადად, ადამიანის ჩართულობა მის შექმნაში ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია.

სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი თუ რატომ შევარჩიეთ გლეხურისთვის ასეთი ვიზუალური გამოხატვის ტექნიკა, ამავდროულად შეიქმნა ვერბალური ელემენტი (ისტორია), რომელიც მხატვრულად და ლაკონურად გადმოსცემს გლეხურის ღვინის შექმნის ისტორიას, კულტურულ ჭრილში ღვინისადმი ქართველის დამოკიდებულებას, ქვევრის და ღვინის დაყენების წესის მნიშვნელობას.

ჩვენი მიზანი იყო მაქსიმალურად მარტივი და მშვიდი გამოცდილების შექმნა მომხმარებლისთვის. ყოველგვარი ფსევდო “ლაქშერი” და პომპეზური, უადგილო გრაფიკული ელემენტების გარეშე. “გლეხურს” ქმნის ადამიანი, ადამიანისთვის. სწორედ ასეთია “გლეხურის” სახეც (შეფუთვა), ადამიანის შექმნილი, ორიენტირებული შიგთავსზე – ღვინოზე და მომხმარებელზე, სხვა ვიზუალური ხმაურისა და სიცრუის გარეშე.

თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია პროდუქტთან შეხების მომენტი. მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, შეფუთვის ტექნიკურ ნაწილში ვიყენებთ მაღალი ხარისხის ქაღალდსა და ემბოსირებას, რაც ბრენდთან დამატებით ემოციურ ბმას ქმნის და ხაზს უსვამს მის პრემიალობას. ამავდროულად, ის სხვა ეტაპზე აყავს, ზემოთ ხსენებული პომპეზური და უადგილო გრაფიკული ელემენტებისგან განსხვავებით. ერთი სიტყვით, გლეხური სწორედ ის არის რასაც ხედავთ, რა შეგრძნებებსაც ბადებს, ნამდვილი და ადამიანური.”

რუსლან ბერიძე, MORE Studio: “თავად ბოთლი და ეტიკეტირება იმდენად მაღალი ხარისხითაა შესრულებული, რომ მისი შეხება სრულიად სხვა შეგრძნებას ბადებს. მასიური ბოთლი, ხარისხიანი სქელი ქაღალდი, ემბოსირება დამატებითი შეხების წერტილია. ვფიქრობ, ამგვარად, მივიღეთ პროდუქტი, რომელიც მჭიდრო კავშირშია აბსტრაქციულ ბრენდთან. დიზაინის თვალსაზრისითაც საინტერესოა “გლეხური”, რადგან წარწერა ტექსტიცაა და თან დიზაინის ნაწილიც. ეს ტექსტი ხელნაწერია, რაც ხაზს უსვამს, რომ პროდუქტიც ხელითაა შექმნილი და ეს შეგრძნება გვინდოდა წამოგვეწია წინ.”

M: გვიამბეთ, როგორი გამოცდილება იყო ბრიტანულ სააგენტოსთან მუშაობა?

ზაქარია მესროპოვი: სამუშაო პროცესი პანდემიამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ძალზედ საინტერესო იყო თვითონ კოლაბორაციის იდეა, ვადარებდით ჩვენი და გლობალური ბაზრის სპეციფიკას. ჩვენ ვიყავით ბრიტანული სააგენტოს გზამკვლევი ქართულ კულტურაში, ისინი კი ჩვენ გვიწევდნენ მეგზურობას საერთაშორისო ბაზრისკენ. ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ,რაც პროცესში დავინახეთ არის თვითონ ბაზრის სპეციფიკები და განსხვავებები, როგორც ღვინის პოზიციონირების მხრივ, ასევე უშუალოდ გაყიდვის წერტილებში მისი განთავსების თუ წარმოჩენის წესები. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას პროცესმა მოლოდინს გადააჭარბა და ძალზედ პროდუქტიულ და ხარისხიან თანამშრომლობაში აისახა.

შარლოტა ჰოპკინსონი, The Modern Studio-ს კრეატივ დირექტორი: “გლეხურის” საერთაშორისო ბაზარზე წარსადგენად, უნდა შეგვექმნა ახალი ბრენდი და ვიზუალური იდენტობა, რომელიც არამხოლოდ გლობალურ აუდიტორიასთან ისაუბრებდა, არამედ “გლეხურსა” და ქართულ მეღვინეობაზე უამბობდა. ამისათვის, ქართულ სააგენტო MORE Studio-სთან ვითანამშრომლეთ, რომელიც საქართველოს გარშემო ავთენტური ინსაითების მოწოდებით, საერთაშორისო პერსპექტივაზე გათვლილ სტრატეგიასა და კრეატიულ გადაწყვეტაში დაგვეხმარა.
განახლებური “გლეხური” მეღვინეობის სიძველეზე ამახვილებს ყურადღებას. ხელნაწერი ეტიკეტი და დიზაინი მის ნატურალურობასა და განვლილ გზაზე გიამბობთ და ერთდროულად ასახავს ისტორიასაც და თანამედროვე ელეგანტურობასაც.”

 

[R]

Uber-ის ახალი შეთავაზება – ვაქცინაციის მსურველებს მგზავრობა დაუფინანსდებათ

ინნა და საქართველო – ახალი ცხოვრების დაწყება