შოტლანდიურმა ვისკის ბრენდმა “Glenfiddich”-მა ბაზარზე ადგილის დასამკვიდრებლად ახალი აიდენტიკა წარმოადგინა, რომელზეც სააგენტო “Purple Creative”-მა იმუშავა. კონცეფცია ლოგოს შეცვლას, შრიფტის შეცვლას და გრაფიკული დეტალების დამატებას მოიცავს.
პირველად ირმის გამოსახულება ვისკის ბოთლზე 1968 წელს გამოჩნდა და 2007 წლამდე უცვლელი იყო. გამარტივებულ ვერსიაში ბრენდმა გამოსახულება გაამდიდრა. ჩვეულებრივი ირმის ლოგოდან სამეფო ირმის სახე მიიღო. კრეატორები შეეცადნენ ირმის სახეს ანატომიურად სწორი აგებულება ჰქონოდა და ასევე ბრენდის დაარსებიდან პირველად ირმის ლოგო დამოუკიდებელად, ცალკე გამოსახულიყო.
125 წლიანი ისტორიის მიუხედავად, ბრენდმა მომავლისკენ აიღო კურსი. “Glenfiddich”-ის საფირმო სტილმა წლების მანძილზე ერთმანეთის საპირისპირო ვიზუალური დეტალები მოიცვა. ახალი ფერთა გამის დახმარებით სააგენტომ ახალი საფირმო სტილი შეიმუშავა, რომელიც “Glenfiddich”-ის სტატუსს აუმაღლებს და ახალ ბაზარზე წარადგენს.