in

“გლენფიდიჰი”-ს ვისკის დაგემოვნება ვისკის მოყვარულთათვის !

Glen pearთბილისი, 3 აპრილი. საღამოს 20 საათზე, აბო თბილელის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე რესტორან “Famous”-ში კომპანია GD-Alco-სა და “უილიამ გრანტის” სახლის ინიციატივით გაიმართა “გლენფიდიჰის” ვისკისადმი მიძღვნილი საღამო. საღამოზე მოწვეული საზოგადოების ნაწილი წარმოადგენდა “ვისკის მოყვარულთა პირველ კავკასიურ კლუბს.“ საერთო ჯამში საღამოს 50-მდე სტუმარი ესწრებოდა.

ორი საათის განმავლობაში ღონისძიებას უძღვებოდა “გლენფიდიჰის” რეგიონალური ბრენდ-ამბასადორი – ალექსანდრე ივჩენკო.

სასმელის დაგემოვნებასთან ერთად სტუმრებმა ვირტუალურად მოინახულეს და გაეცნენ ამ საყოველთაოდ აღიარებული ვისკის მშობლიურ მხარეს, გრანტსის დინასტიის ისტორიასა და ვისკის წარმოების ტექნოლოგიას.

დამსწრე საზოგადოების წინაშე “გლენფიდიჰი” წარსდგა 3 ასაკის – 12, 16 და 18 წლიანი დავარგების ერთ ალაოიანი ვისკით. დიდი ყურადღება დაეთმო სასმელების ორგანოლეპტიკური მახასიათებლების ინდივიდუალურ აღწერას; სტუმრებს მიეცათ საშუალება შეერჩიათ დაგემოვნებული ნიმუშებისათვის ჰარმონიული სადესერტო წყვილები.

კომპანია GD Alco-ს მიერ ჩატარებული ღონისძიების მიზანია ადგილობრივ საზოგადოებაში ვისკის ზომიერი მოხმარების ჩვევის კულტივაცია თუ განვითარება. აგრეთვე, მაგარი სასმელების ბაზარზე “უილიამ გრანტის” სახლში შემავალი ბრენდების პოპულარიზაცია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “გლენფიდიჰის” ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია კომპანია GD-Alco, რომლის სავაჭრო ქსელშიც (მაღაზიების ქსელი – “ვისკის სახლი” და “ალკორიუმი”) ხდება ამ სახელოვანი ბრენდის დისტრიბუცია.

ფოტოების დასათვალიერებლად გადადით ჩვენს FB ბმულზე (ფოტოგრაფი ანტონიო დი ვიკო):

https://www.facebook.com/WilliamGrantGeorgia?fref=ts

Sony-ს ექსტრაორდინალური შესაძლებლობები

კობა და ილიკო! დანერგე შენი მომავალი დღეს! ძალიან სახალისო რეკლამა