in

რეკლამა მამა-შვილის ურთიერთობაში არსებული სტერეოტიპების წინააღმდეგ

შოტლანდიური ვისკის კომპანია Glenlivet, თავისი ახალი რეკლამით, მამა-შვილის ურთიერთობაში არსებული სტერეოტიპების დამსხვრევას ცდილობს. ამისათვის კრეატიულმა გუნდმა მამებისა და შვილების წყვილები შეკრიბეს, შემდეგ კი ხელოვნური ინტელექტის მიერ დაწერილი ტექსტები გადასცეს.

BOG

უფრო კონკრეტულად, ბრენდის წარმომადგენლებმა AI გენერატორს სთხოვეს, მამის დღესთან დაკავშირებით, ვისკის რეკლამის სიუჟეტი დაეწერა. სცენარი ძირითადად მამაზეა ფოკუსირებული, რომელსაც შვილი ტყეში მიჰყავს, ასწავლის ცეცხლის დანთებას და თევზაობას… რეალურად, ეს იყო ძალიან სტერეოტიპული შეხედულება მამისა და მისი შვილის ურთიერთობაზე, სადაც, ერთი შეხედვით, მხოლოდ ვაჟის ასპექტი განიხილება. გარდა ამისა, სცენარის რაღაც ნაწილში მამები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც ოჯახისგან ემოციურად განყენებული პირები, რაც ასევე არასწორი დამოკიდებულებაა.

კრეატიული სააგენტო CPB London-ის მიერ გადაღებულ ვიდეორგოლში მამა-შვილის დუეტებმა ეს სცენარი წაიკითხეს და მხოლოდ შემდეგ გაიგეს, რომ რეალურად ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნოდა. თუმცა ეს „გულდსაწყვეტი აღქმის“ შემამსუბუქებელი არ ყოფილა, რადგან სისტემა იმ მონაცემებზე დაყრდნობით მოქმედებს, რაც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება. გამოდის, სოციალურ მედიაში არასწორი სურათია დახატული იმის შესახებ, თუ როგორია მამის როლი შვილების ცხოვრებაში…

„თეგეტა აკადემიამ“, USAID-ის მხარდაჭერით, მძიმე ტექნიკის ოპერატორებისთვის სასწავლო პროგრამის სიმულატორი წარადგინა

ცხოვრების შეგრძნება ჯანმრთელობაზე ზრუნვით იწყება – კავკასიის მედიცინის ცენტრის მთავარი გზავნილი