ხშირად, ვისკის ვიდეორგოლებს პროგნოზირებადი სიუჟეტი აქვთ – მაგალითად ასეთი: შოტლანდიური მთიანი რელიეფის კადრების ფონზე ნაამბობი ისტორიები ვისკის მემკვიდრეობასა და შეუდარებელ სასმელზე. თუმცა, Glenmorangie-მ სხვა მიდგომა აირჩია და ფოტოგრაფ მაილს ოლდრიჯთან ერთად, ფერადი, კინემატოგრაფიული რეკლამა გამოუშვა. კამპანია 1 წუთში გვიამბობს ყოველდღიურ მშვენიერ მომენტებსა და ვისკის ტონალობებით გაჯერებულ მკაფიო თამამ ფერებზე. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ვიდეორგოლი უეს ანდერსონის ნამუშევრებითაა შთაგონებული. Glenmorangie-ს საერთაშორისო ბრენდის ხელმძღვანელი ლუიზ დენეტი აღნიშნავს, რომ ვიდეორგოლის ახალი გადაწყვეტა უფრო ახალგაზრდა და მრავალფეროვანი აუდიტორიის ყურადღების მიპყრობას ემსახურება. რეკლამაზე სააგენტო DDB Paris-მა იმუშავა.