in

ვისკის ყოველდღიური დღესასწაული – Glenmorangie-ს ახალი კამპანია

შოტლანდიური ვისკის ბრენდი Glenmorangie მის ფერად სამყაროში გვეპატიჟება სამოგზაუროდ – ადგილას, სადაც ეს არომატული სასმელი ყოველდღიური სიამოვნებისა და ტკბობის ნაწილია. კამპანიის ფარგლებში, ბრენდმა ფოტოხელოვანი მაილს ოლდრიჯი მიიწვია. თავად, რეკლამაზე კი სააგენტო DDB Paris-მა იმუშავა. კამპანია, სახელწოდებით “It’s kind of delicious and wonderful” საერთაშორისო აუდიტორიას გლენმორანჯის ახალგაზრდულ განწყობას უზიარებს. 1 წუთის განმავლობაში, გლენმორანჯი ყოველდღიურ მშვენიერ მომენტებსა და ვისკის ტონალობებით გაჯერებულ მკაფიო თამამ ფერებზე გვესაუბრება.

ვისკის იმიტომ ვქმნით, რომ ადამიანებს სიხარული ვაჩუქოთ. მის გემოვნურ თვისებებს უამრავი ტექნიკური მახასიათებელი განსაზღვრავს, თუმცა ყველაზე მეტად ეს ერთნახადი ალაოს დამსახურებაა, რაც მისით ტკბობას ამარტივებს. მაილს ოლდრიჯთან და DDB Paris-თან თანამშრომლობით, კამპანიის სახით, ერთი დიდი დღესასწაული შევქმენით და ვიმედოვნებთ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი ეზიარება ჩვენს უმშვენიერეს სამყაროს,“ – ამბობს Glenmorangie-ს ბრენდის საერთაშორისო ხელმძღვანელი, ლუიზ დანეტი.

ოლდრიჯის სტილი და სიზუსტე ყველგან იგრძნობა – სცენები ფერებითა და დამაინტრიგებელი ვიზუალური მინიშნებებითაა გაჯერებული, რაც ბრენდის შინაარსს სრულყოფილად გადმოსცემს. კამპანიის ფარგლებში, მომზადდა ანაგრამები, რომლებიც სიმბოლურად მატარებლისა და ნეონის განათების სახითაა გადმოცემული. ყოველი ვიზუალი სასმელის სიმბოლოს – ჟირაფს ასახავს ალეგორიულად. იდეის თანახმად, ყოველ ვიზუალში პატარა თამაშია გადმოცემული. გლენმორანჯისთვის, როგორც ბრენდისთვის, ეს კამპანია ნამდვილად თამამი ნაბიჯია.

Glenmorangie ერთ-ერთი უძველესი შოტლანდიური ბრენდია. თავად სიტყვა შოტლანდიურ გაელიკურ ენაზე “სიმშვიდის ადგილს” ნიშნავს. გლენმორანჟი ჩრდილო-აღმოსავლეთ შოტლანდიაში მდებარეობს. ვისკის დავარგება იქ უილიამ მეთისონმა 1843 წელს დაიწყო. დღეს, ბრენდი სხვადასხვა დაძველების 30-მდე სახეობის ვისკის აწარმოებს და თავისი სადისტილაციო აღჭურვილობითა და დავარგების მეთოდებით მსოფლიოშია ცნობილი.

გლენმორანჯის ვისკის შეძენისას კი საჩუქრად მიიღებთ ახალი კამპანიის ვიზუალებით შექმნილ ქოსთერებს.

აშშ-ში ვეშაპმა მამაკაცი გადაყლაპა, თუმცა მალევე უკან გადმოაგდო

ავსტრალიაში გიგანტური ზომის დინოზავრის ნაშთები აღმოაჩინეს!