in

ახალი, კლასიკური შოტლანდიური ვისკი სპეციალურად კოქტეილებისთვის – Glenmorangie

1-ლი სექტემბრიდან, ბაზარზე, Glenmorangie-ს ერთალაოიანი, კლასიკური შოტლანდიური ვისკი გამოჩნდა – X სპეციალურად კოქტეილებისთვის, მსოფლიოს წამყვანი ბარმენების დახმარებით შეიქმნა, რომელიც ტკბილი, საუცხოო, მდიდარი გემოთი გამოირჩევა და იდეალურია ყოველდღიური კერძებისთვის.

Glenmorangie-ს ტექნოლოგები, ბრენდის სხვა სასმელების მსგავსად, ამ ახალ ვისკისაც  უსაზღვრო ფანტაზიით ქმნიან – ნაზ და დახვეწილ, ხილის არომატიან სპირტს შოტლანდიის ყველაზე მაღალ ადგილებში, მსოფლიოს საუკეთესო ძველი ბურბონისა და ახალი მუხის კასრებში აყენებენ. დამზადების ეს შერეული ტექნოლოგია, სასმელს უნიკალურ გემოს აძლევს. რაც შეეხება ინგრედიენტებს – მსხლის, ვანილისა და ცხრატყავას ნაზავი ფორთოხლის ნაყენთან და შოკოლადის ნაღებთან – ეს არის X-ის მთელი საიდუმლოება, რაც მას საუცხოო, დელიკატურ და მსუბუქ არომატს ანიჭებს.

Glenmorangie-ს ტექნოლოგებმა ისიც წინასწარ გათვალეს, რა გემოები შეიძლებოდა ჰქონოდა X-ით მომზადებულ კოქტეილებს. სწორედ ამისთვის გაიარეს კონსულტაციები მსოფლიოს წამყვან ბარმენებთან, საბოლოოდ კი მიიღეს ვისკი, რომელიც იდეალურია სახლის პირობებში კოქტეილების მოსამზადებლად. მას არც ბევრი ინგრედიენტი სჭირდება. შეგიძლიათ, ძალიან მარტივად, Glenmorangie X-სა და ტონიკის, ან Glenmorangie X-სა და „კოკა-კოლას“ მიქსი სცადოთ.

„ჩვენი ოცნება იყო, ერთალაოიანი ვისკით კიდევ უფრო მეტი გემოები შეგვექმნა. ასე გაჩნდა  Glenmorangie-ს ახალი ვისკის, X-ის შექმნის იდეა. წამყვან ბარმენებთან კონსულტაციის შემდეგ, ეს ტკბილი და მდიდარი არომატის მქონე სასმელი ყველა იმ ადამიანისთვის შევქმენით, ვისაც უყვარს სახლში კოქტეილების მომზადება. ვანილის, მსხლის, ფორთოხლის ნაყენისა და ცხრატყავას შოკოლადის ნაყენთან  შეზავება იდეალურ გემოს ქმნის თქვენი საყვარელი კოქტეილებისთვის. არ აქვს მნიშვნელობა, ბრანჩს გეგმავთ, პაემანს თუ უბრალოდ, ექსპერიმენტს ატარებთ, ეს ვისკი თქვენს სასმელს ნამდვილად შესძენს X-ფაქტორს “, – ამბობს Glenmorangie-ს ვისკის წარმოების დირექტორი ბილ ლამსდენი.

Glenmorangie-ს X-ით, შინ კოქტეილების მოსამზადებლად, სპეციალური რეცეპტები, შეგიძლიათ, Glenmorangie-ს ვებგვერდზე ნახოთ. 

პროდუქტის შეძენა შესაძლებელია ვოლტზე moët-hennessy-ის მაღაზიაში.

 

[R]

მსოფლიოში ყველაზე თეთრი საღებავი შეიქმნა!

BTU GLOBAL – „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ ახალი გეგმები და სტრატეგია