in

ნახეთ: ფოტოებში ასახული ძველი იტალიური რიტუალები

ფოტოგრაფი ალისა ტომლინსონი ცნობილია დასამახსოვრებელი პორტრეტული კადრებით. როგორც ხელოვნებათმცოდნეები აღწერენ ხოლმე, მას ადამიანის ემოციების დაჭერის იდეალური უნარი აქვს. ბოლო ორი წლის განმავლობაში კი ალისამ ეს უნარი ახალი პროექტისკენ მიმართა, სახელწოდებით Gli Isolani (კუნძულელები). სწორედ ამ პროექტის ფარგლებში იმოგზაურა ფოტოგრაფმა სიცილიაში, სარდინიაში და ვენეციის ლაგუნის კუნძულებზე ისტორიული და ბუნდოვანი რიტუალების საძიებლად.

BOG
BOG

ლონდონის HackelBury Fine Art Gallery-ში გამოქვეყნებული ფოტოები იშვიათ კადრებს გვთავაზობს იტალიური რიტუალიდან. ეს ახალ წარმოდგენას გვიქმნის ამ ხალხზე, რადგან ძალიან ცოტას თუ უნახავს ამ დრომდე ეს რიტუალი, რომ აღარაფერი ვთქვათ გადაღებაზე… უფრო კონკრეტულად, ეს რიტუალები შთაგონებულია წარმართობითა და ფოლკლორით. იგი ფერად კოსტიუმებსა და ნიღბებს მოიცავს, რომლებიც ადრეული დროიდანაა შემონახული და თაობიდან თაობას გადაეცემა, მხოლოდ ფესტივალებისა და დღესასწაულების დროს.

ფოტოების შავ-თეთრი ტონალობა წარსულსა და აწმყოს, ტრადიციულობასა და თანამედროვეობას შორის არსებულ მკაფიო კონტრასტს უსვამს ხაზს, ეს კადრები ამ ტრადიციების ღირებულებას და თანამედროვე საზოგადოებაში მათ როლზე მიუთითებს.

PromptBase-ზე AI ხელოვნების შესაქმნელად საჭირო ტექსტების ყიდვა-გაყიდვა შეიძლება

როგორ შეუძლია ბიზნესს შოპინგზე დამოკიდებული ზეტ თაობის დახმარება?