in

„აგროჰაბში“ მონატრებული „გლიასე“ გამოჩნდა!

ბავშვობას, როგორც წესი, რაღაც ძალიან მძაფრი მოგონება გვახსენებს ხოლმე – სურნელი, გემო, არომატი. 1980 – 1990-იან წლების თბილისი ვისაც ახსოვს, არც „გლიასე“ დაავიწყდებოდა, რძისა და ნაყინის გამაგრილებელი სასმელი, გემოვნებით, ხილს ან შოკოლადსაც რომ უმატებდნენ.

„აგროჰაბმა“ გადაწყვიტა, ეს „ბავშვობის გემო“ დაებრუნებინა – მათ ქსელში უკვე შეგიძლიათ, „გლიასეს“ ნახევარფაბრიკატი შეიძინოთ. მომზადება მარტივია, უბრალოდ უნდა დააბლენდეროთ და მიირთვათ. ასევე, გემოვნების მიხედვით, შეგიძლიათ, ნებისმიერი ხილი ან შოკოლადი დაამატოთ. ყველაფერი ზუსტად ისე, როგორც ბავშვობაში.

საზაფხულო სასმელი „გლიასე“, ჩვენი, „აგროჰაბის“ რძის საწარმოს ახალი პროდუქტია. დამზადებულია ნედლი რძისგან და დამატებული აქვს ბუნებრივი ვანილი. ეს არომატი, ნამდვილად სასიამოვნო, იმ „ძველი“ „გლიასეს“ გემოს გაგახსენებთ და ბავშვობაში გამოგზაურებთ“, – ამბობს თამარ ფრუიძე, „აგროჰაბის“ წარმოების დირექტორი.

 

 

[R]

MINI-ის ფრთიანი MINI-მალიზმი

დიმა ნებიერიძე უეფას ციფრული მარკეტინგის გუნდს შეუერთდა