Glion Institute of Higher Education, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიასთან (ITA) პარტნიორობით, ახალ უნიკალურ საგანმანათლებლო პროგრამას იწყებს.
Emerging Leaders Executive Program – ერთწლიანი პროგრამა შექმნილია მომავლის ლიდერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი პრაქტიკული და თეორიული უნარების გაუმჯობესებით.
პროგრამის სტრუქტურა
Emerging Leaders პროგრამა გთავაზობთ შერეულ სასწავლო ფორმატს, რომელიც აერთიანებს პირისპირ და ონლაინგანათლებას მაქსიმალური მოქნილობისა და ჩართულობისთვის. პროგრამა შედგება 3 ძირითადი მოდულისგან და მოიცავს ორ განსხვავებულ ლოკაციაზე გამგზავრებას (study tour), მათ შორის გლიონის ცნობილ კამპუსზე, შვეიცარიაში. დისტანციური სწავლება კი, ჯგუფური დავალებებისა და პროექტების მეშვეობით, სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ მსოფლიოში საუკეთესო განათლება, გაიცნონ გლიონის პროფესორები და თავიანთი კოლეგები.
პროგრამის აღწერა
პროგრამა შემუშავებულია აღმასრულებელი ლიდერობის განვითარებისთვის და აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. პროგრამა მოიცავს 3 ძირეულ მოდულს:
- ლიდერი, როგორც ტრანსფორმაციის გზამკვლევი;
- კრიზისების მართვა;
- ლიდერის გავლენა ორგანიზაციის წარმატებაზე;
მიღების კრიტერიუმები და საჭირო საბუთები
- საშუალო განათლების დიპლომი;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
- პასპორტის ასლი;
- მინ. 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
დამატებითი დეტალებისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დაუკავშირდით:
Internationaltourismacademy.com
[პარტნიორის კონტენტი]