რისკების მართვისა და სადაზღვევო სერვისების კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” საქართველოს ბაზარზე 2017 აპრილში შემოვიდა. მისი პარტნიორია საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს გრუპი” (GBG), რომელიც 1981 წელს ამერიკაში, კალიფორნიის შტატში დაფუძნდა. ბოლო 36 წლის განმავლობაში, ბაზარზე, ჯანმრთელობის დაცვის, სადაზღვევო და სიცოცხლის დაცვის პროდუქტების ძირითადი მიმწოდებელია. ვაჭრობს ლონდონის საფონდო ბირჟაზე და წარმომადგენლობითი ოფისები და დიდი რეგიონალური გუნდი ჰყავს მსოფლიოს 120 ქვეყანაში. კომპანიის მთავარი სეგმენტი საერთაშორისო ორგანიზაციების, დიდი კორპორაციების, დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლები და საერთაშორისო სტუდენტები არიან. მის სამედიცინო პროვაიდერთა ქსელში გაერთიანებულია World Medical Network-ის (WMN) გლობალურ ქსელში თავმოყრილი 10 000-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. აღსანიშნავია, რომ „ბენეფიტსი“ საქართველოში „გლობალ ბენეფიტს გრუპის” ექსკლუზიური რეგიონული წარმომადგენელია და ემსახურება სომხეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, უკრაინას და გეგმავს გაფართოებას ირანშიც.
M: რა პროდუქტებს სთავაზობთ მომხმარებელს?
„ბენეფიტსი” მომხმარებელს სრულ სადაზღვევო პაკეტს სთავაზობს – ამაში მოიაზრება სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და მასთან დაკავშირებული რისკების, ბიზნესის უსაფრთხოებისა და პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა. ეს არის კომპანია, რომლის ერთიანი პროდუქტიც უნივერსალური დაზღვევაა, განსხვავებული, ინოვაციური პროდუქტებითა და მიდგომებით.
M: კომუნიკაციაში აქცენტს აკეთებთ ინოვაციურობაზე. კონკრეტულად, რაში გამოიხატება კომპანიის ინოვაციურობა?
დიახ, ინოვაციურობა არის ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც არ მოიაზრებს მხოლოდ ერთ პროდუქტს, ან ერთ მიდგომას, ეს მრავალმხრივი, კომპლექსურია და სწორედ ამიტომ კეთდება კომუნიკაციაში აქცენტი ინოვაციურობაზე. ერთ-ერთი ცნობილი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენელის სიტყვებია, – „პროდუქტი ჩვენი მთავარი მარკეტინგული იარაღია“. ზუსტად ასეა „ბენეფიტსი“, მისი კომუნიკაცია ზუსტად ასახავს პროდუქტის მახასიათებლებს და არ სჭირდება ზედმეტი ძალისხმევა, „თავბრუ დაახვიოს“ მომხმარებელს და შეალამაზოს. მომხმარებელს პირდება ზუსტად იმას, რასაც ასრულებს და ეს სწორედ ინოვაციაში გამოიხატება.
M: ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდია. რატომ აირჩევს მომხმარებელი „ბენეფიტსს” ?
„ბენეფიტსის“ პოლისის მფლობელებს ემსახურებათ 10 000-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება მსოფლიოს მასშტაბით, მათ მხოლოდ ბარათის წარდგენა სჭირდებათ, შეუძლიათ აირჩიონ მათთვის სასურველი სამედიცინო დაწესებულება არამხოლოდ საქართველოში (ამას სრულად ასახავს ჩვენი სლოგანი – „დაზღვევა საზღვრებს გარეშე“), „ბენეფიტსის“ უნიკალური პროდუქტია კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელიც აერთიანებს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ნებისმიერი ფორმის სიმსივნე, ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, მრავლობითი სკლეროზი, კორონარული არტერიის შუნტირება და ძირითადი ორგანოს გადანერგვაც კი რთული დიაგნოზის დადგენისას, პოლისის მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ერთჯერადი ფულადი ანაზღაურება 20 000, 50 000 ან 100 000 ევროს ოდენობით. ასევე, „ბენეფიტსის” უნიკალური პროდუქტია Student Protector, რომელიც სპეციალურად იმ სტუდენტებისთვის არის შექმნილი, რომლებიც საზღვარგარეთ მიდიან სასწავლებლად ან სხვა ქვეყნებიდან საქართველოში ჩამოდიან ამ მიზნით. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ანაზღაურების უპრეცედენტოდ მაღალი ლიმიტები და მოქნილი სისტემა, მათ შორის, ონლაინ რეჟიმში. „ბენეფიტსის“ მომხმარებელს ემსახურება პირადი მენეჯერი, რომელიც პირადად უგვარებს ყველა პრობლემას, აკვალიანებს, არ ზღუდავს და მთელ პროცესში ინდივიდუალურად არის ჩართული.
M: დაზღვევის სერვისით გაჯერებულ ბაზარზე, რამდენად საჭიროა დღეს ინოვაციურობა?
დაზღვევის სერვისით გაჯერებულ ბაზარზე სწორედ ინოვაციურობაა საჭირო. ინოვაციაზე მოთხოვნა ყოველთვის არსებობს, განსაკუთრებით კორპორაციულ სექტორში. ჩვენი პროდუქტების განსხვავებული მახასიათებლები და მიდგომები სერვისსა და პორდუქტებში სწორედ იმას განაპირობებს, რომ კომპანიები, რომლებიც ზუსტად აღიქვამენ იმ ღირებულებას, რომელსაც მხოლოდ ჩვენი კომპანია უქმნის, ირჩევენ „ბენეფიტსს“.