დღესდღეობით ასე გადატვირთულ ყოველდღიურობაში დრო ყველაზე დიდი ფუფუნებაა. შესაბამისად, დროის დასაზოგად ისეთ სერვისებს მივმართავთ, რომლებიც ეფექტურად გვეხმარება საქმეების გადანაწილებასა თუ შესრულებაში. ერთ-ერთი ასეთი საჭირო კი სწორედ „გლობალ ავტო სერვისია“, კომპანია რომლის მიზანია გამართული ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა და ხარისხიანი მომსახურების გაწევა ყველა ავტომობილის მფლობელისთვის. დროისა და ფიზიკური რესურსის დაზოგვასთან ერთად, „გლობალ ავტო სერვისი“ მომსახურების სისწრაფეს, მაღალი ხარისხის მომსახურებას და კვალიფიციური თანამშრომლებისგან დაკომპლექტებულ გუნდს გთავაზობთ.
ცოტა უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, „გლობალ ავტო სერვისის“ მომსახურებათა პაკეტში ავტომობილთან დაკავშირებული ყველა სერვისი შედის — დიაგნოსტიკა, სავალი ნაწილი, ზეთის შეცვლა, საბურავების შეცვლა, ძრავის შეკეთება, ჰიბრიდული სისტემის გამართვა, სამღებრო სამუშაოები, ტექ. დათვალიერებისთვის მომზადება, რეცხვა, ქიმწმენდა და სხვა.
კომპანიის ორი ძირითადი მიმართულებაა: დაზიანებული და გეგმური სერვისები.
- სერვისი ,,დაზიანებული“ განკუთვნილია,
ა) ავტომობილებისთვის, რომელთა შეძენაც მოხდა საზღვარგარეთ რომელიმე აუქციონზე. გლობალ ავტო სერვისის ექსპერტი წინასწარი დიაგნოსტიკის საფუძველზე დაგიდგენთ და გამოკვეთს იმ დეტალებს, რომელთა მოგვარებაც ესაჭიროება თქვენს ავტომობილს და დაგიგეგმავთ მომსახურების სრულ პროცესს. საქართველოში შემოსვლისთანავე გლობალ ავტო სერვისის მენეჯერი ჩაიბარებს თქვენს ავტომობილს და დაგიბრუნებთ სრულად გამართულს.
ბ) ავტომობილებისთვის, რომლებიც დაზიანებულ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა შემთხვევის შედეგად. გლობალ ავტო სერვისის ექსპერტი ამოწმებს თქვენი ავტომობილის საჭიროებებს, გიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას და თქვენი დასტურის შემდეგ იღებს პასუხისმგებლობას ჩაგაბაროთ მოწესრიგებული ავტომობილი.
გ) ავტომობილებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ისეთი ნაწილები, რომლებიც შესაძლოა რთულად საპოვნელი იყოს საქართველოს ბაზარზე.
- სერვისი „გეგმიური“ გულისხმობს სწრაფ ავტო სერვისებს, როგორიცაა, ზეთის, საბურავის, აკუმულატორის, სავალი ნაწილის, ან სხვა ცვეთადი ნაწილების შეცვლა. ასევე დიაგნოსტიკა, ტექ. დათვალიერებისთვის მომზადება-გატარება, რეცვხვა, ქიმ. წმენდა და სხვ.
გლობალ ავტო სერვისით თქვენ ზოგავთ დროს, თავიდან ირიდებთ რთულ და ხშირად დამღლელ კომუნიკაციას სხვადასხვა მექანიკოსთან. იხსნით პასუხისმგებლობას და სრულად გადასცემთ მასზე ზრუნვას გლობალ ავტო სერვისის ექსპერტს, რომელიც თავის მხრივ, პროცესს წინასწარ გიგეგმავთ, ეტაპებს გატყობინებთ და საბოლოოდ გაბარებთ სრულად გამართულ ავტომობილს.
[R]