რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია რაგბის ეროვნული ნაკრებისა და კავშირის ოფიციალური მზღვეველია.
ბენეფიტსი განაგრძობს ხარისხისა და სერვისების სტანდარტების დანერგვას. გრძელვადიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი, უნიკალური სპორტული პაკეტი, რომელიც თავის მხრივ მოიცავს ეროვნული ნაკრების მორაგბეების მიერ მიღებული სპორტული ტრავმების 100%-ით დაფარვას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
„ქართული სპორტის სადაზღვევო ისტორიაში ასეთი სრულფასოვანი დაზღვევა ამ ეტაპამდე არ არსებობდა. აღნიშნული პოლისის შექმნისას გათვალისწინებული იქნა, როგორც სადაზღვევო ბაზარზე არსებული ზოგადი მოთხოვნები, ასევე რაგბის სპეციფიკა, თითოეული სპორტსმენის შეუფასებელ ღვაწლი და ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანი მათი კეთილდღეობა, საბოლოო ჯამში ამ კომპონენტების გათვალისწინებით შემუშავდა პაკეტი, რომლის ანალოგი აქამდე არ ყოფილა. აღსანიშნავია რომ, ამ უნიკალურ პოლისით სარგებლობა, მეტად კომფორტულო ხდება თითოეულ დაზღვეულზე და მათ საჭირობებზე მორგებული სამედიცინო განათლების მქონე პირადი მენეჯერის დახმარებით. რომელიც მზად არის მოემსახუროს მათ 24/7 ზე. აღნიშნა „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“-ს სამედიცინო სერვისების მიწოდების ჯგუფის უფროსმა რუსუდან ცატავა.
უნიკალური სპორტული დაზღვევის დახმარებით ჩვენი მორაგბეები, ეროვნული ნაკრებისა თუ რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ნებისმიერ მომსახურებას ოპერატიულად, ხარისხიანად და მარტივად იღებენ.
წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს 16 ივლისს დაგეგმილ მატჩზე, ბორჯღალოსნების ჯანმრთელობაზე ზრუნვას კი ბენეფიტსი აგრძელებს.
[პარტნიორის კონტენტი]