ევროპასთან უვიზო მიმოსვლასთან ერთად საქართველოს ეკონომიკითა და ქართული სადაზღვევო ბაზრით საერთაშორისო სადაზღვევო ჯგუფი GBG (Global Benefits Group) დაინტერესდა. გამოცდილ ქართველ ექსპერტებთან და უმსხვილეს ქართულ კომპანია “საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან” (GIG) ერთად დააფუძნა ახალი კომპანია “გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” (Global Benefits Georgia). მარკეტერი წარმოგიდგენთ ახალი კომპანიის ბრენდინგს, რომელზეც WINDFOR’S-მა იმუშავა
ბრენდის შექმნის პროცესის შესახებ საკომუნიკაციო სააგნეტო WINDFOR’S-ის მთავარ სტრატეგ ლადო მალაზონიასა და დიზაინის განყოფილების უფროს ზაქარია მესროპოვს ვესაუბრეთ.
ლადო მალაზონია:
„ბენეფიტსი“
არის ბრენდი, რომელმაც ერთი ნახვითვე უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება. ბრენდის ფილოსოფია და ვიზუალური იდენტობა საკმაოდ პირდაპირი და ლაკონურია. შესაბამისად, უკვე სახელწოდებითაც ვცადეთ გამორჩევა ბაზარზე არსებული მოთამაშეებისგან.
კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა ინდუსტრიის გაძღოლის ინოვაციური ხედვა და ახალი სტანდარტების დაწესების ამბიცია.
შეიქმნა ბრენდის სტრატეგიული პლატფორმა, რომლის ძირითადი პრინციპიც ბიზნესის წარმატების დაცვა და ახალი საფეხურის შექმნაა. ვფიქრობ, გლობალური დაფარვის ჯანმრთელობის დაზღვევითა და სხვა ბევრი სასარგებლო პროდუქტით, ბრენდი ამ დაპირებას აუცილებლად გაამართლებს.
საინეტერსო იყო
ბრენდისთვის სახასიათო სამეტყველო ენის შექმნა, რაც ხარისხის კანონების ფორმულირებას გულისხმობდა.
სწორედ ამ კანონებზე დაყრდნობით მოხდება ბრენდის კომუნიკაცია და კონკურენტების მეგობრული გამოწვევა.
ზაქარია მესროპოვი
„ბენეფიტსის“ ბრენდინგი და ვიზუალური იდენტობა ვეცადეთ გამორჩეული ყოფილიყო. ამ მიზნით, გამოვიყენეთ წითელი – დომინანტური, მკევთრი, სიძლიერის გამომხატველი ფერი. ლოგოს კონცეფცია – წარმატება და მისკენ სწრაფვაა, რაც მარტივ გრაფიკაში კიბის ალეგორიით გადმოვეცით. ასევე, სასწორი, რომელიც კარგად ნაფიქრ გადაწყვეტილებასა და სწორად გათვლილ ქმედებას გამოსახავს. ამ ორი ელემენტის სინთეზს უწყვეტი ფუძე ამყარებს, რაც კომპანიის წარმომავლობას (Global Benefits Group) გამოხატავს. მთლიანობაში, სიმბოლო გვკარნახობს, რომ ბრენდის სულისკვეთება ბიზნესის წარმატების დაცვა და ახალი საფეხურის შექმნაა.
შთაგონება
გერმანული „ბაუჰაუსის“ მიმდინარეობა იყო.
ბრენდის ხასიათიდან გამომდინარე, ესთეტიკაც არის გამორჩეული, მკაცრი, ძლიერი და პრემიალური.