in

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯიამ“ გათამაშების გამარჯვებული გამოავლინა, რომელსაც პარიზში დაუვიწყარი მოგზაურობა აჩუქა!

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია” მომხმარებლებს ხშირად სთავაზობს სასიამოვნო სიახლეებს. რა თქმა უნდა, არც წლევანდელი საზაფხული სეზონი არის გამონაკლისი. 16 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ბენეფიტსის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა მომხმარებლებს როგორც ონლაინპლატფორმების, ასევე, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში, სპეციალურად მოწყობილ კრეატიულ სტენდებთან შეეძლოთ. პოლისის შეძენის შემდეგ კი ყველა ადამიანს თანაბარი შესაძლებლობა ჰქონდა, მოეგო 2-კაციანი საგზური საფრანგეთის დედაქალაქში, ყველაზე რომანტიკულ სეზონზე.

10 სექტემბერს, ფეისბუკლაივის მიმდინარეობისას, თითოეულ მონაწილეს გაეგზავნა 3 კითხვა საფრანგეთის შესახებ, გამარჯვებული კი – ნატა ნემსიწვერიძე გახდა, რომელიც პირველი შეტყობინების ავტორი აღმოჩნდა და ყველა შეკითხვას სწორად უპასუხა. ნატა პარიზში 5 ოქტომბერს მეგობართან ერთად მიემგზავრება. როგორც თვითონ აღნიშნავს, აქამდე მას არცერთ გათამაშებაში არ მოუგია და ეს სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა მისთვის.

აღსანიშნავია, რომ 16 ივნისიდან 31 აგვისტოს განმავლობაში 10 000-ამდე სამოგზაურო დაზღვევის პოლისი გაიყიდა, რაც ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის წამახალისებელი აქციები ყოველთვის მოტივაციის მიმცემია.

„გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ უახლოეს მომავალშიც გეგმავს სასიამოვნო სიახლეების შეთავაზებას მომხმარებლებისთვის. იმისთვის რომ არ გამოგრჩეთ კიდევ უფრო მასშტაბური მიმდინარე და სამომავლო აქციები, თვალი ადევნეთ ჩვენს ფეისბუკ და ინსტაგრამგვერდებს.

[R]

როგორია მოლაპარაკების ყველაზე ეფექტური ტაქტიკა, AI-ის აზრით

კოინების ლისტინგი კრიპტოვალუტების სანდოობისთვის