in

Global Creative Rankings 2025-ის რეიტინგში Heima Production-ს ევროპაში #2 ადგილი მიანიჭეს

ცოტა ხნის წინ, The One Club for Creativity-მა 2025 წლის შემაჯამებელი რეიტინგი, Global Creative Rankings, გამოაქვეყნა. Music and Sound Design კატეგორიის რჩეულებს შორის მოხვდა აუდიო ფროდაქშენ სტუდია Heima Production, რომელიც ევროპის მასშტაბით მე-2, მსოფლიო მასშტაბით კი – მე-8 ადგილზე დაწინაურდა. აღსანიშნავია, რომ სარეიტინგო სისტემაში ევროპისა და მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილები დაიკავა სააგენტო Playmakers-მა, ხოლო ევროპის რჩეულ რეჟისორებს შორის, დავით ბორჩხაძე და გიორგი ოკმელაშვილი – მე-4 ადგილს ინაწილებენ. რეიტინგში სააგენტოებს შორის, ევროპის მასშტაბით მეორე ადგილზეა  რეიტინგში მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები და ინდივიდუალური ავტორები ხვდებიან, მათი პოზიციები კი წლის მანძილზე დაგროვებული ქულებით განისაზღვრება. ქულების დარიცხვის სისტემა სამ დონეს მოიცავს: გლობალურს (The One Show, ADC Annual Awards, TDC Competition), რეგიონულს (ONE Asia, ADCE) და ნაციონალურს. ამ უკანასკნელში გათვალისწინებულია ისეთი ადგილობრივი ფესტივალები, როგორიცაა Ad Black Sea, ADCN და The One Club-ის სხვა კონკურსები.

ბეთხო, Heima Production-ის თანადამფუძნებელი: პირველ რიგში, ეს ამბავი ჩვენთვის იმას ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ. ვაკეთებთ საქმეს, რომელიც გვიყვარს და ვაკეთებთ იმ ხალხთან ერთად, რომლებიც ჩვენნაირ ღირებულელებსა და ფასეულობებს იზიარებენ. ამ შემთხვევაში, ჩვენი ასეთი მაღალი რეიტინგი უმთავრესად ჩვენი კოლეგების და პარტნიორების, ქართული სააგენტოს, „ფლეიმეიქერსის“ არაჩვეულებრივი კამპანიის – „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ დამსახურებაა. ამ ვიდეოს საუნდ დიზაინი ჰეიმაში შეიქმნა და თან, თუ ნახავთ, მიხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია საუნდის ნაწილი: მთავარი მთხრობელი ანდრო ჭიჭინაძეა, რომელიც რეჟიმის პატიმარია. შესაბამისად, მას სტუდიაში ვერ ჩავწერდით. მისი ხმა ტელეფონით ჩავიწერეთ, ძალიან ცუდ ხარისხში და მის აღსადგენად ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა. ამავდროულად, კონცეპტუალურად, ისიც უნდა შეგვენარჩუნებინა, რომ ეს ადამიანი ციხეშია და იქიდან საუბრობს. მოკლედ, ორმაგი გამოწვევის წინაშე ვიყავით, თუმცა, თავი კარგად გავართვით. მთავარი სარეიტინგო ქულები ამ კამპანიაში ჩართულობამ მოგვიტანა, რადგან ფლეიმეიქერსმა ამ კამპანიით რამდენიმე გრან პრი მოიგო მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ფესტივალებზე.

მებო ნუცუბიძე, Heima Production-ის თანადამფუძნებელი: ეს არის რეიტინგი, რომელიც შედგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე მოპოვებული ჯილდოების მიხედვით. რაც უფრო მეტ ფესტივალზე მოიგო ამა თუ იმ კამპანიამ ჯილდო, მით უფრო მეტი სარეიტინგო ქულა აქვს სააგენტოს და ასევე ამ კონკრეტულ კამპანიაში, ამა თუ იმ მიმართულებით ჩართულ ადამიანებსა და კომპანიებს.

Playmakers-თან ერთად შექმნილი პროექტების გარდა, სარეიტინგო ქულები ასევე მოგვიტანა იაპონური City Pop-ისა და ქართული სიმღერების სინთეზით შექმნილმა მუსიკალურმა ალბომმა, რომელიც სააგენტო Quick-თან ერთად გავაკეთეთ. თანაც, ეს ჯერ კიდევ მიმდინარე რეიტინგია, არის შანსი, რომ წლის ბოლომდე კიდევ დაგვემატოს სარეიტინგო ქულები.

შემოქმედებით ადამიანს ბევრი რამის თქმა შეუძლია და ჩვენს ყოველთვის გამოვხატავთ ჩვენს პოზიციებს. გვჯერა, წინ დიდი ამბებია, რომელსაც აუცილებლად მოვყვებით ხმითა და მუსიკით.

CS AWARD 2025 – „თეგეტა“ ნომინაციაში – „მდგრადი მოხმარება და წარმოება“ გამარჯვებულია

სუხიშვილების გამოფენა „ტრიუმფის 80 წელი” გრძელდება – სუხიშვილების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი