in

ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენებმა საშიშ ნიშნულს მიაღწია!

ელექტრონული მოწყობილობები ყველგან გვხვდება, არამხოლოდ ტელეფონებისა და კომპიუტერების სახით, არამედ აქვეა ჭკვიანი საათები, კბილის ჯაგრისები, ელექტრო ველოსიპედები, სათამაშოები, ავეჯი USB პორტებით და ჭკვიანი ტუალეტებიც კი Wi-Fi კავშირით… ადრე თუ გვიან ხან ერთი აღარ გვჭირდება, ხან მეორე, ზოგიც ფუჭდება, ზოგსაც ახლით ვანაცვლებთ, რის გამოც ელექტრონულ ნარჩენებად გვევლინება, ნაგვის ტოქსიკურ ტიპად, რომელიც ბოლო დროს სულ უფრო და უფრო იმატებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ მსოფლიო არ არის შესაბამისად აღჭურვილი ამ რაოდენობის ნაგვის გადასამუშავებლად.

M2
M2

Global E-Waste Monitor 2024-ის თანახმად, 2022 წელს მსოფლიომ რეკორდულ 62 მილიონ ტონა ელექტრონულ ნარჩენს მიაღწია, რაც უკეთ რომ წარმოიდგინოთ, საკმარისია იმისათვის, რომ ეკვატორს შემოვარტყათ ირგვლივ… ეს მაჩვენებელი კი, მოსალოდნელია, რომ გლობალურად ყოველწლიურად 2.6 მილიონი ტონით გაიზარდოს. თანაც მხოლოდ 2022 წელს ამ გლობალური ნარჩენის მხოლოდ 22.3%-ის გადამუშავება მოხერხდა… ზოგადად გადამუშავებაზე კი ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ ელექტრონული ნარჩენების შემთხვევაში საქმე უფრო მძიმედაა. 

თითოეული მოწყობილობა საშიშ და ძვირფას მასალებს შეიცავს, ჩვენ კი უნდა უზრუნველვყოთ, რომ საშიში მასალები უსაფრთხოდ განადგურდეს. ხოლო, რომელიც გამოსადეგია, გადამუშავდეს, რათა ჩვენ ხელახლა შევძლოთ ამ ძვირფასი მასალების შექმნა, რაც არც ისე ადვილია. ასე რომ ყოფილიყო, ბაზრები უკვე გააკეთებდნენ ამას, — აცხადებს კის ბალდე, Global E-Waste Monitor 2024-ის წამყვანი ავტორი

საშიშ ნივთიერებებში ვერცხლისწყალიც იგულისხმება… ხოლო, როცა ელექტრონული ნარჩენი არ მუშავდება, არის ალბათობა, რომ ეს და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ნიადაგში, წყალსა თუ ჰაერში მოხდეს, ეს კი ზიანს აყენებს გარემოს და ადამიანის ჯანმრთელობაზეც ცუდად აისახება — გაეროს მოხსენებით, 2022 წელს ელექტრონული ნარჩენები 92 მილიარდი დოლარის ღირებულების მეტალებს მოიცავდა, მათ შორისაა მეტალი, ოქრო და რკინა.

ფიქრობენ, რომ ეს საკითხი კანონმდებლობის შემოღებით მოგვარდება. თუნდაც იმიტომ, რომ კანონმდებლობის მქონე ქვეყნებში გადამუშავებისა თუ შეგროვების მაჩვენებლები 25%-ია, როცა კანონმდებლობის არმქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 0-ის ტოლია. მაგალითად ამერიკის 25 შტატსა და ევროკავშირში არსებობს მსგავსი კანონები, რის გამოც გადამუშავების მაჩვენებლები 40%-ს აღწევს… 

თუმცა იდეალურ გამოსავალს არც ეს წარმოადგენს, რადგან ზოგიერთი ელექტრონული მოწყობილობა ვერც შეკეთდება და ვერც გადამუშავდება. აქ კი უკვე მთავარი პასუხისმგებლობა ელექტრონული მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებს ეკისრებათ. მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ მათ თავადვე უნდა შეადგინონ ელექტრონული ნარჩენების მართვის სქემები, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მარტივი იქნება შესაკეთებლად და გადასამუშავებლად.

მაგიდაზე ფაქტების დადებით, ჩვენ სათამაშო ველს ვხსნით. შესაბამისად, ვინც პასუხისმგებელია ამ ცვლილებებზე, შეუძლია ახლავე დაიწყოს, — აცხადებს ბალდე.

ლიბერთისა და ,,მზერას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

აი, როგორ გვიყვება ბრენდინგი ამერიკული ვისკის საუკუნოვან ისტორიას