‘’გლობალური მეწარმეობის კვირეული’’ არის ყველაზე მაშტაბური საერთაშორისო პროექტი , რომლის მიზანია მეწარმეობის პოპულარიზაცია,ინოვაციური სტარტაპების ფორმირების ხელშეწყობა და ახალგაზრდა თაობის მოტივაცია და მხარდაჭერა.
ყოველწლიურად პროექტის ფარგლებში 150-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება 35 000 ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც ჩართულია 10 მილიონზე მეტი ადამიანი.
18-22 ნოემბერს საქართველოში ‘’გლობალური მეწარმეობის კვირეულის’’ პროექტი მესამედ გაიმართება. პროექტის ოფიციალური წარმომადგენელი და ორგანიზატორია ‘’ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია’’, პროექტის თანაორგანიზატორები არიან ‘’ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო’’ და ‘’ერთიანი სამუშაო სივრცე CospoT’’ .
კვირეულის გახსნა გაიმართება 18 ნოემბერს ექსპო ჯორჯიას მე-3 პავილიონში, ღონისძიებას გახსნის გლობალური მეწარმეობის კვირეულის პრეზიდენტი ჯონათან ორთმანსი
პროექტის ფარგლებში 18-22 ნოემბრის ჩათვლით დაგეგმილია სხვადასხვა სახის სამეწარმეო ღონისძიებები, მათ შორის :
18 ნოემბერი -Technology Entrepreneurship, ექსპოჯორჯია, სარეგისტრაციოლინკი http://bit.ly/1x6U49D
19 ნოემბერი- Women Entrepreneurship, დამსაქმებელთაასოციაცია, სარეგისტრაციოლინკი http://bit.ly/1wFPmeR
20 ნოემბერი – Youth Entrepreneurship, სპორტისდაახალგაზრდობისსაქმეთასამინისტრო, სარეგისტრაციოლინკი http://bit.ly/1yIdvDU
21 ნოემბერი – Social Entrepreneurship, ევრაზიისთანამშრომლობისფონდი, სარეგისტრაციო ლინკი http://bit.ly/1uy4xdc
22 ნოემბერი – რეგიონალური აქტივობები ბათუმსა და ქუთაისში
ღონისძიების დღის წესრიგის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ გვერდს www.yea.ge