9
Nov
2018

Global Finance-მა „თიბისი“ რეგიონში საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა

9 Nov 2018

საერთაშორისო გამოცემამ Global Finance თიბისი სოციალური მედიის მარკეტინგსა და სერვისებში, რეგიონში, საუკეთესო ბანკად დაასახელა. „Global Finance-ის მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდოსთვის“ წელს, მსოფლიოს მასშტაბით, 300-მდე ბანკი ეჯიბრებოდა ერთმანეთს. 

The World’s Best Digital Banks 2018-ის დაჯილდოების საღამო ლონდონში, RIBA-ში (Royal Institute of British Architects) გაიმართა. გამარჯვებულები დასახელდნენ გლობალური და რეგიონული მასშტაბით. მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა Citi. 

რაც შეეხება კრიტერიუმებს, გამარჯვებულები გამოვლინდნენ კლიენტებისთვის ციფრული შეთავაზებებითა და ამ გზით, მათი მოზიდვით, ონლაინ მომხმარებლების ბაზის ზრდით, ციფრული ინიციატივებისგან მიღებული მატერიალური სარგებლის მტკიცებულებით, ვებგვერდის დიზაინითა და ფუნქციონალებით. ქვეკატეგორიის გამარჯვებულები შეირჩნენ სერვისებისა და პროდუქტების მიხედვით. Global Finance ყოველთვიური ჟურნალია, რომელიც 1987 წელს დაფუძნდა ანტრეპრენუარ ჯოზეფ ჯარაპუტოსა და კარლ ბურგენის მიერ. გამოცემას 188 ქვეყანაში ჰყავს მკითხველი. Global Finance, რეგულარულად, არჩევს წამყვან ბანკებსა და სხვა ფინანსურ დაწესებულებებს და სტანდარტებს აწესებს გლობალურ საფინანსო საზოგადოებაში. 

განხილვა