in

საქართველოში Global Game Jam BTU-ში გაიმართა

BTU-ში თამაშების შექმნის ყოველწლიური საერთაშორისო ჰაკათონი Global Game Jam გაიმართა.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი  300-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, საბოლოოდ კი, მსურველებისგან 14 გუნდი ჩამოყალიბდა.

ჰაკათონის  პირველი ორი დღე მონაწილეების დაჯგუფებას, იდეების გენერირებასა და განვითარებას დაეთმო.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებმა იმუშავეს გამოცდილ გეიმდეველოპერებთან, გრაფიკულ დიზაინერებთან და ხმის დიზაინერებთან. გუნდებს იდეების ჩამოყალიბებაში მენტორები ეხმარებოდნენ:

  •  გიორგი ჭყრუნიშვილი: AnimatronX-ის დამფუძნებელი და 20-ზე მეტი თამაშის ავტორი;
  • საბა დეკანოსიძე: Unreal Engine-ის ჩაპტერ ლიდერი საქართველოში;
  • კონსტანტინე ჟორჟოლიანი: Senior Unreal Engine Engineer.

ჰაკათონის განმავლობაში მონაწილეებისთვის ჩატარდა დამატებითი საინფორმაციო სესიები სხვადასხვა მიმართულებით.

2025 წლის Global Game Jam-ის თემატიკა იყო BUBBLES, რომლის გარშემოც მონაწილეებმა 3 დღის განმავლობაში იმუშავეს.

კონკურსის დასრულებისას გაიმართა დემო დღე, სადაც გუნდებმა გამოცდილ მენტორებთან და ექსპერტებთან ინტენსიური მუშაობის შედეგად შექმნილი საბოლოო პროტოტიპები ჟიურის წევრებს წარუდგინეს, რის შემდეგაც გამარჯვებული გუნდი ,,SUPER SOAPER’’ გამოვლინდა.

Super Soaper – დინამიკური და სახალისო თამაშია, სადაც მოთამაშეები შეიარაღებულნი არიან ძლევამოსილი Super Soaper-ით და სხვადასხვა წინააღმდეგობას მისი დახმარებით ებრძვიან.

Global Game Jam – ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თამაშების შექმნის ჰაკათონია, რომელიც თავდაპირველად 2009 წელს კალიფორნიაში ჩატარდა და მას შემდეგ გლობალურად აერთიანებს კრეატიულ ადამიანებს. ჰაკათონი ერთდროულად 120+ ქვეყანაში ტარდება და მონაწილეები ერთი კონკრეტული თემის გარშემო ქმნიან თამაშებს.

[პარტნიორის კონტენტი]

როგორ გაიზარდა AI აპლიკაციების გამოწერები, თამაშებთან შედარებით

როგორ გამოვხატოთ ემოციები? — ფსიქოლოგიური ტექნიკები