in

საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering საქართველოში 11 სექტემბერს ჩატარდება!

Fatboy Slimპირველად საქართველოში, 2015 წლის 11 სექტემბერს, „ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით ტარდება საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering.

BOG
BOG

GlobalGathering არის ბრიტანული ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ტარდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დიდ ბრიტანეთში GlobalGathering აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფესტივალი და განთქმულია მსოფლიო დონის მონაწილე DJ-ებით. საქართველოში Global Gathering-ის ჩატარების ლიცენზია მოიპოვა „ბრავო რექორდსმა“ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში ლიცენზირებული უცხოური მუსიკალური ფესტივალი ტარდება.

GlobalGathering-ის ჩატარება მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბის და სტანდარტის მქონე ფესტივალის დამკვიდრებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნიჭიერი ქართველი DJ-ების საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენას და მათი საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. GlobalGathering ახალგაზრდული მასობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მის ჩატარებას მსოფილოში ყოველწლიურად ასეულ ათასობით ადამიანი ელოდება. GlobalGathering საქართველო 2015 ჩატარდება ქ. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, რომელიც დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებისთვის. ფესტივალი ხელს შეუწყობს ქალაქ რუსთავის, როგორც ინდუსტრიული იმიჯის მქონე ქალაქის, კულტურულ განვითარებას და საქართველოს ამ რეგიონში ტურისტების მოზიდვას.

10ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი არის მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების 10-გზის გამარჯვებული, მსოფლიოს ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლეგენდარული DJ, რომლის დონის მუსიკოსიც, ამ მიმდინარეობაში, საქართველოში ჯერ არ არის ნამყოფი – FATBOY SLIM, რომელიც მდიდარი მუსიკალური ბიოგრაფიის გარდა, ცნობილია სახელგანთქმული ჰიტებითა და ვირტუოზული შოუებით. ფესტივალის ფარგლებში შედგება პირველი ქართული ელექტრონული მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია, რომლიც ავტორიც, „ბრავო რექორდსის“ კომპოზიტორი, ბორიკო შხიანია. ეს გახლავთ ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დებიუტი “progressive house”-ის მიმართულებით, რომლის სახითაც, ფესტივალის სტუმრებს ძალიან დიდი სიურპრიზი ელით. ფესტივალზე ასევე დაუკრავენ სხვა ცნობილი უცხოელი და ქართველი DJ-ები.

GlobalGathering საქართველო 2015 გამორჩეული იქნება სხვადასხვა ტიპის შოუს ელემენტებით, გასართობი წარმოდგენებითა და სახალისო აქტივობებით, რომელთა განხორციელებასაც უზრუნველყოფს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

ინფორმაცია ფესტივალის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ვებ-გვერდზე: http://globalgathering.ge

რობოტი “Nao” ბანკის ახალი თანამშრომელი გახდება

„მე მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ მალე საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს ხარისხიანი,ძლიერი ფეხბურთელებით დავაკომპლექტებთ“ – გიორგი ყიფიანი