8
Jul
2019

Chrome-ში, ვიდეოსა თუ აუდიოს დაპაუზებას ფანჯრის ჩახურვის გარეშე შეძლებთ

8 Jul 2019

Chrome-ის ინჟინრები მუშაობენ ბრაუზერის თულბარისთვის Play/Pause ღილაკის დამატების მიმართულებით. ეს ფუნქცია საშუალებას მისცემს მომხმარებელს დააპაუზოს, ან ჩართოს ბრაუზერში ჩართული ესა თუ ის ვიდეო, თუ აუდიო ფაილი, მიუხედავად იმისა, რომელი ფანჯარაშია ის გახსნილი. ახალ ფუნქციას Global Media Controls (GMC) ჰქვია და ჯერჯერობით, ხელმისაწვდომი გახდა სატესტო ვერსიის სახით. ღილაკის შექმნით, ინჟინრები ცდილობენ გაუმარტივონ მომხმარებელს მულტიმედია კონტენტის დაპაუზება, თუ ჩართვა. მისი გამოყენებით, კონკრეტული ვიდეოს/აუდიოს დასაპაუზებლად/ჩასართავად იმ ფანჯარაზე გადასვლა აღარ მოგიწევთ, რომელშიც ფაილი ერთხელ უკვე გახსენით.

Chrome-ის Play/Pause ღილაკი კონკრეტული ფანჯრების URL  მისამართების გასწვრივ ჩნდება. ZDNet-ის მიერ ჩატარებული ტესტის მიხედვით, ფუნქცია მუშაობს როგორც აუდიო, ასევე ვიდეო ფაილების შემთხვევაში. GCM Play/Pause ღილაკი დაემატება Chrome-ის დესკტოპ ვერსიებს Windows-ის, Mac-ისა და Linux-ის შემთხვევაში. ჯერჯერობით უცნობია, როდის გამოჩნდება ეს ფუნქცია თითოეული მომხმარებლის ბრაუზერში.

განხილვა