„მასწავლებლის მსოფლიო ჯილდო 2019“ (Global Teacher Prize 2019)-ის მფლობელი კენიელი პედაგოგი პიტერ ტაბიჩი გახდა. ის მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელია.

შეგხსენებთ, „მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს“ ფინალისტებს შორის იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა, რომელიც ათეულში 21 თებერვალს დაასახელეს. გამარჯვებული 24 მარტს გამოავლინეს, კონკურსის მთავარი პრიზი კი $ 1 000 000-ია.













