in

Global Tech Weekend Tbilisi 2026 – ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება ბრუნდება

19-20-21 ივნისს თბილისი რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას – Global Tech Weekend Tbilisi 2026-ს უკვე მეორედ უმასპინძლებს.

თიბისი, როგორც რეგიონის წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, წელსაც GTWT-ს მთავარი სპონსორია: „გვჯერა, ვქმნით ინოვაციას – სწორედ ამიტომ, ვუჭერთ მხარს წამოწყებებს, სადაც ახალი იდეები, ტექნოლოგიები და შესაძლებლობები იბადება”.

200-ზე მეტი სპიკერი, 300-ზე მეტი ინვესტორი, 10 ათასზე მეტი სტუმარი – ეს არის შეხვედრების, ლექციების, ვორკშოპების, კონფერენციებისა და კულტურული ღონისძიებების სერია, სადაც თავს მოიყრიან მსოფლიოს წამყვანი ტექპროფესიონალები.

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი მისიაა, გააერთიანოს რეგიონის საუკეთესო ტექპროფესიონალები და შექმნას მოძრაობა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიისა და ცენტრალური აზიის წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიცნონ ერთმანეთი და ერთად აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები.

ღონისძიების მასშტაბურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, აქტივობები თბილისის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. 20 ივნისს კი მთავარი ღონისძიება Factory Tbilisi-ში გაიმართება, სადაც 5 სცენა და არაერთი საინტერესო ამბავი დაგხვდებათ.

Google, Apple, Revolut, Nike, Fuckup Nights – ეს მოკლე ჩამონათვალია იმ ბრენდებისა, რომელთა წარმომადგენლებსაც „გლობალ ტექუიქენდის” სცენებზე შეხვდებით. სპიკერებს შორის, რა თქმა უნდა, იქნებიან თიბისელები:

არჩილ ვარდიძე – თიბისის დიზაინის მთავარი ოფიცერი;

გიორგი კინწურაშვილი – ეკოსისტემის ინოვაციების ლიდერი;

გუგა ბურდული – ციფრული ანალიტიკის ლიდერი;

ალექსანდრე შაფათავა – ეჯაილ ქოუჩი.

Global Tech Weekend Tbilisi 2026-ზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ტექნოლოგიები და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს და სურს, ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალების მოსმენისა და გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ბილეთების შესაძენად ისარგებლეთ ბმულით – Global Tech Weekend | Tbilisi.

[პარტნიორის კონტენტი]

შეიძინე აპარტამენტი ქობულეთის ყველაზე მასშტაბურ და უნიკალურ საკურორტო კომპლექსში – Swissôtel Kobuleti Beach Resort

„ბორჯომი“ აშშ-ს ბაზარზე ახალი მასშტაბითა და დიდი გეგმებით შედის