დიზაინერმა მიხეილ ლევჩენკომ შექმნა საინტერესო პროექტი “სსრკ სტილით გარდაქმნილი თანამედროვე ბრენდები”, რომელშიც წარმოგვიდგინა, როგორი იქნებოდა კომპანიების რედიზაინი საბჭოთა კავშირის ვიზუალურ სტილში.
“ასოები საშუალო სკოლიდან მოყოლებული მიყვარდა, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში კი პროფესიულად მივუდექი. კალიგრაფიასა და ასოებში სტილის მრავალფეროვნება ჩემი შთაგონების მთავარი წყაროა, რადგან ერთი და იგივე სიტყვის სხვადასხვაგვარი ვარიაციების რაოდენობა ფანტაზიის და უნარ-ჩვევების დონით შემოიფარგლება” – ამბობს დიზაინერი.