სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ხელშეწყობით, გლობალური დათბობა ყოველწამიერად პროგრესირებს და სადღაც, ჩვენგან ძალიან შორს, საყვარელი პოლარული თეთრი დათვები სახლების გარეშე რჩებიან. ამ ყველაფრის შესაჩერებლად კი, სინამდვილეში, არც თუ ისე დიდი ძალისხმევაა საჭირო. ორგანიზაცია Greenpeace Australia Pacific-მა, რომელიც გარემოს დაცვაზე ზრუნავს, ახალი ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, სასარგებლო კამპანია წამოიწყო. ერთ მშვენიერ, მზიან დილას, სიდნეის ცენტრალურ ქუჩაზე უცნაური ბანერი გაჩნდა. შემინულ, დიდ ჩარჩოში ყინულის ნატეხი ეკიდა, რომელიც ნელ-ნელა დნებოდა, მის თავზე კი პატარა თეთრი დათვის ფიგურა იჯდა. მთავარი სანახაობა მაშინ იწყებოდა, როგორც კი ნებისმიერი გამვლელი, სმარტფონის საშუალებით, ბანერზე მითითებულ შტრიხკოდს წაიკითხავდა. კამპანიის მთავარი მიზანი, საზოგადოებისთვის იმ ძირითადი ინფორმაციის მიწოდება იყო, რასაც გლობალური დათბობის შეჩერება და რისკის ქვეშ მყოფი ცხოველების გადარჩენა შეუძლია. შეიძლება ითქვას, რომ ეფექტური კამპანიითა და საინტერესო ბანერით, ორგანიზაციამ ნამდვილად შეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა.











