თუ კლიმატის შემსწავლელ მეცნიერებს დავეყრდნობით, მოსალოდნელია, რომ გლობალური ემისიები კიდევ ერთ ახალ რეკორდს მიაღწევს — 2023 წელს 1%-ით მოიმატებს, არადა, გლობალური CO2-ის ემისიები წელს დაახლოებით 5%-ით უნდა შემცირებულიყო… ამის ნაცვლად, ზრდას განაგრძობს. არსებული ინფორმაციებით კი ვარაუდობენ, რომ ემისიები ამ წელს 0.5-1.5%-მდე გაიზრდება.
უკვე იმაზეც საუბრობენ, თუ რამდენად რთული იქნება ემისიების საკმარისად სწრაფად შემცირება იმისათვის, რომ Paris Agreement-ის მიზანს მიაღწიონ, რაც გლობალური დათბობის 1.5 გრადუსამდე შემცირებას გულისხმობს… საბოლოო შედეგები კი დეკემბერში გამოქვეყნდება, მსოფლიო ლიდერები არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იკრიბებიან, რათა გაეროს კლიმატის საუბრებში ჩაერთონ, სადაც წიაღისეული საწვავი მწვავე კამათის საგანია. დიახ, ზუსტად იმიტომ, რომ იგი CO2-ის დაბინძურების მთავარ წყაროს წარმოადგენს.
თანაც ამ წლის დასაწყისში International Energy Agency-მ განაცხადა, რომ პირველად ისტორიაში, გაზზე, ნავთობსა და ქვანახშირზე მოთხოვნა პიკს მიაღწევს სუფთა ენერგიის ტექნოლოგიებისა და ელექტრო მანქანების რაოდენობის ზრდის გამო. თუმცა როგორც ამბობენ, სუფთა ენერგიამ წიაღისეულ საწვავზე მოთხოვნა უნდა შეამციროს.
მეცნიერები გლობალური ემისიების პიკზე 2015 წელსაც საუბრობდნენ, შემდგომში 2019 წელს და როგორც კვლევის ხელმძღვანელი გლენ პიტერსი ამბობს, „აი, ისევ აქ ვართ, ახალი პიკით 2022 წელს და კიდევ ერთი მოსალოდნელით 2023-ში. იმაზე ვწუხვარ, რომ საქმის ნახევარს ვაკეთებთ, ვზრდით სუფთა ენერგიას და აღარ ვაკეთებთ საქმის მეორე ნაწილს, რაც წიაღისეული საწვავიდან გადასვლას გულისხმობს“.