IT აკადემია STEP მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის CERN-ის ქართველ მეცნიერს ალექსანდრე შარმაზანაშვილის მასპინძლობდა.
CERN (ევროპის ბირთვული კვლევების ორგანიზაცია) – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ლიდერი სამეცნიერო ცენტრია, ფუნდამენტური ფიზიკის კვლევების დარგში. იგი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ – 1954 წელს დაარსდა, როგორც ევროპის ქვეყნების თანამშრომლობის პლატფორმა ფიზიკის სფეროში. CERN აერთიანებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისრაელი, იტალია და ა.შ. CERN-ის მისიაა სამყაროს ფუნდამენტური სტრუქტურის შესწავლა, კერძოდ, ელემენტარული ნაწილაკებისა და მათ შორის მოქმედი ძალების კვლევა. ორგანიზაცია იყენებს მსოფლიოში ყველაზე დიდ და მძლავრ ნაწილაკების ამაჩქარებელს – დიდ ჰადრონულ კოლაიდერს (LHC), რომელიც 27 კილომეტრიან გვირაბში მდებარეობს.
CERN არის ის ლაბორატორია, სადაც 1989 წელს დაიბადა ინტერნეტი. ორგანიზაცია აერთიანებდა ათასობით ფიზიკოსს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, პრობლემად იქცა ცოდნისა და კვლევის შედეგების სწრაფი გაზიარება. სწორედ ამ დროს, 1989 წელს, ახალგაზრდა ბრიტანელმა მეცნიერმა, ტიმ ბერნერს-ლიმ, წარმოადგინა იდეა, რამაც სამუდამოდ შეცვალა მსოფლიო. მისი იდეა, ჰიპერტექსტის მეშვეობით ქსელის შექმნა, სადაც დოკუმენტები მარტივად იქნებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი. მაშინ შეიქმნა მსოფლიოს ფართო ქსელის სახელით ცნობილი WWW (World Wide Web), პირველი ვებბრაუზერი და ვებსერვერი.
CERN-ის ქართველმა მეცნიერმა, სტეპის მოსწავლეებისთვის ორი ინოვაციური მასტერკლასი ჩაატარა, რომელიც შემდეგ თემებს ფარავდა:
- როგორ იყენებს CERN-ის ლაბორატორიები IT ტექნოლოგიებს დიდი მონაცემებისთვის
- Meta Quest VR სამყაროების პროფესიონალური დიზაინი
შეხვედრის ბოლოს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დამსწრეებს საშუალება მიეცათ, უახლესი VR ტექნოლოგიების გამოყენებით, საკუთარი ავატარებით ემოგზაურათ CERN-ის ლაბორატორიაში.
ღონისძიების დასასრულს, ალექსანდრე შარმაზანაშვილმა IT აკადემია STEP-ის ბიბლიოთეკას, საჩუქრად, საკუთარი ავტორობით შექმნილი წიგნის 20-მდე ეგზემპლარი გადასცა.
[R]