in

5 წელი საქართველოში: როგორი იყო Glovo-ს 2023 წელი?

უკვე 5 წელია, საქართველოში Glovo ოპერირებს და მიუხედავად ბაზრის ზომისა, ჩვენი ქვეყანა Top 10-ში შემავალი მიმართულებაა. ამ ეტაპზე აპლიკაციით სარგებლობა საქართველოს 10 ქალაქშია შესაძლებელო. ლოკალურ დონეზე, კომპანია 50 თანამშრომელს ასაქმებს, რომელთა ზრდაც 200-მდეა დაგეგმილი. კურიერების ოდენობა კი 5000- უტოლდება, ხოლო პარტნიორი მაღაზიების, რესტორნებისა და სხვა დაწესებულებების რიცხვი 2500-მდე ადის.

2023, ეს იყო განსაკუთრებული პარტნიორობების წელი

ჯერ კიდევ გასულ წელს Glovo-მ და TBC-მ ექსკლუზიური სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმეს, რომელიც 3 წლის განმავლობაში ერთმანეთთან დააკავშირებს რეგიონის ორ უდიდეს მოთამაშეს — ერთი მხრივ, წამყვან ფინანსურ ინსტიტუციასა და მეორე მხრივ, რეგიონში მიწოდების სერვისის ბაზარზე წამყვან მოთამაშეს. Glovo-სა და TBC-ის პარტნიორობა მომხმარებლების გამოცდილებაზეა ორიენტირებული და მისი მიზანი ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. 

შესაბამისად, მთელი 2023 წლის განმავლობაში Glovo, TBC და ვიზა მომხმარებლებს განსაკუთრებული პროექტებითა თუ შეთავაზებებით ანებივრებდნენ. მაგალითად, Tbilisi Open Air-ის წლევანდელ სეზონზე Glovo-ს მომხმარებლებს შეეძლოთ, შეკვეთა ონლაინ რეჟიმში მარტივად გაეფორმებინათ და, სურვილის შემთხვევაში, ადგილზე მიტანის სერვისითაც ესარგებლათ. Tbilisi Open Air-ის ტერიტორიაზე Glovo-ს აპლიკაციაში მხოლოდ ის საკვები ობიექტები ჩნდებოდა, რომლებიც იქვე, ფესტივალზე იყვნენ წარმოდგენილები. 

აპლიკაციაში შესაძლებელი იყო შეკვეთის სტატუსის შემოწმება; სურვილის შემთხვევაში, ადგილიდან რიგის გარეშე გატანა; ან Lisi Wonderland-ის ტერიტორიაზე მიტანის სერვისით სარგებლობა. როგორც Glovo და TBC სტრატეგიული პარტნიორობის გაფორმების დროს ჰპირდებოდნენ საზოგადოებას, მათ მთელი წლის განმავლობაში გაამარტივეს მომხმარებლების გამოცდილება.  

გარდა ამისა, გასულ წელს Glovo-ს აპლიკაციას TNET-ში შემავალი პლატფორმების სერვისები და პროდუქტები დაემატა და აპლიკაციაში გამოჩნდა SWOOP, VENDOO და LIVO განყოფილებები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ, შეიძინონ ფასდაკლების ვაუჩერები თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და სერვისზე; იყიდონ ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ამასთან, ისარგებლონ ისეთი ინოვაციური შეთავაზებებით, როგორებიცაა: უძრავი ქონების გადაღება, შეფასება, რეესტრში რეგისტრაცია და აზომვა.

TNET — ესაა ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემა საქართველოში. მის შემადგენლობაში 9 ციფრული პლატფორმა და 5 მობილური აპლიკაციაა. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%- შეადგენს და მოიცავს საქართველოში არსებული ინტერნეტ ტრაფიკის 40%-. TNET-ის პლატფორმებს შორისაა, ყველასთვის კარგად ნაცნობი: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, myparts.ge, SWOOP, VENDOO და livo.ge.

ამასთან ერთად, Wendy’s და DUNKIN Glovo-ს ექსკლუზიური პარტნიორები გახდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამერიკული რესტორნების ქსელიდან შეკვეთის გამოძახება, 2023 წლიდან, მხოლოდ Glovo-ს პლატფორმაზეა შესაძლებელი.

2023, ეს იყო ადგილობრივი ბრენდების გაძლიერების წელი

ციფრული კომერციის განვითარებასთან ერთად, უკვე გაჩნდა საჭიროება ბრენდებში, რომ დააინტეგრირონ ციფრული კომერცია სტრატეგიაში. ამ გზაზე კი Glovo მზადაა, ადგილობრივ ბრენდებს დაეხმაროს. 

2022 წელს Glovo- საქართველოში წარადგინა 4 Side Marketplace-ის სტრატეგია, რომელიც ტექ სტარტაპის ეკოსისტემაში ბრენდების ინტეგრაციისკენაა მიმართული . ბრენდებთან თანამშრომლობის სტრატეგიული მიმართულება მიზნად ისახავს, Glovo- In-app თუ off-App არხებით, ქართული ბრენდებისთვის ელექტრონულ კომერციაში განვითარებაში დახმარებას. პარტნიორების ჩამონათვალი აერთიანებს FMCG ბრენდებს, ბანკებს, საგადახდო პროვაიდერებს თუ სხვა იმ კომპანიებს, რომლებიც ციფრულ კომერციას ბიზნეს განვითარების ძირითად სტრატეგიად მოიაზრებენ.

2023 წელს Glovo-მ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა ბრენდების გაძლიერების მიმართულებით და ამჟამად აპლიკაციაში უკვე ხელმისაწვდომია ციფრული სერვისები, რომლებიც შეიძლება ბრენდებმა სხვა მასშტაბური დიჯითალ არხების პირდაპირ ალტერნატივად განიხილონ. შეიქმნა Ad Server, რომელიც ბრენდებს საშუალებას აძლევს, გაზომვად მარკეტინგულ ხელსაწყოებთან ჰქონდეთ წვდომა და პროდუქტები გაარეკლამონ არა უბრალოდ ციფრულ არხში, არამედ სამომხმარებლო გამოცდილების ყველაზე საჭირო მომენტებში. 

უკვე ერთი წელია, რაც Glovo Business-ის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი Quickshipper-ია, რომელიც კომპანია „ლემონდუს“ საკმაოდ საინტერესო წამოწყებაა.

ქუიქშიფერი ონლაინ შეკვეთების სამართავი პლატფორმაა ბიზნესებისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტებს აქვთ მიტანის სერვისი, ქუიქშიფერი დაეხმარება მათ კურიერების ოპტიმალურ მართვაში და მარშრუტების დაგეგმვაში. Ხოლო მოცემული სერვისის არ ქონის შემთხვევაში, პლატფორმა სხვადასხვა საკურიერო მომსახურების ბიზნესებს შემოგთავაზებთ.

რესტორნებს, აფთიაქებს, საცალო მოვაჭრეებსა და ონლაინ მაღაზიებს, ასევე მცირე და მიკრო მეწარმეებს, შეუძლიათ, მიიღონ და დაამუშაონ შეკვეთები ლოჯისტიკაზე ფიქრის გარეშე. Glovo-სა და QuickShipper-ის პარტნიორობის საშუალებით, ბიზნესს შეუძლია მიწოდების დაგეგმვა ერთი კვირით ადრე, მიწოდების სხვადასხვა სერვისის გამოყენებით: ექსპრეს მიწოდება — ამანათები მიეწოდება მომხმარებელს 2 საათის განმავლობაში; და იმავე დღის მიწოდება — ამანათები მიეწოდება მომხმარებელს საკმაოდ შეღავათიან ფასად.

დამატებით, წლის მიწურულს, Glovo-მ და Kovzy-მ ერთობლივი შეთავაზება წარუდგინეს საზოგადოებას: შესაძლებლობა, შექმნათ საკუთარი ვებგვერდი და ააწყოთ მიტანის სერვისი 1 დღეში. 

Kovzy-ის კონცეფცია მარტივია: ნებისმიერ კვების ობიექტს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ ჰქონდეს საკუთარი პერსონალური ვებგვერდი, აქვს შესაძლებლობა, დარეგისტრირდეს კომპანიის პლატფორმაზე და რეგისტრაციიდან დაახლოებით 5 წუთში ვებგვერდი უკვე მზადაა. ამჯერად Glovo-სთან თანამშრომლობით დაინტერესებულ ბიზნესებს აქვთ საშუალება, შექმნან საკუთარი მიტანის სერვისი 1 დღეში. 

აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს ვებგვერდს ონლაინ გაყიდვებისთვის, გადახდის მეთოდების მრავალფეროვნებას და სპეციალური საპარტნიორო პირობებს Glovo-სა და Kovzy-ისგან: პირველი 3 თვის განმავლობაში Kovzy ბიზნესებისთვის უზრუნველყოფს უფასო სერვისს; ხოლო Glovo პირველი 30 დღის განმავლობაში მიტანის საფასურზე 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. 

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი და ისარგებლეთ Glovo-სა და Kovzy-ის ერთობლივი შეთავაზებით.

გასულ წელს საქართველოში პირველად ჩატარდა Product Management-ის კონფერენცია ProdAct Conference 2023 – HOW?, სადაც მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო სპიკერებმა Google-დან, Spotify-დან, Stanford-იდან, Miro-დან და სხვა მსოფლიო მასშტაბის სპეციალისტებმა. კონფერენცია ფოკუსირებული იყო პროდუქტის მენეჯმენტსა და ყველა იმ რგოლზე, რაც პროდუქტის შექმნისთვისაა საჭირო, მათ შორის: დიზაინი, მარკეტინგი, დეველოპმენტი, მონაცემთა ანალიზი, ციფრული ტრანსფორმაცია და სხვა. ცხადია, აღნიშნული ღონისძიება ვერ ჩაივლიდა Glovo-ს, როგორც ტექნოლოგიური ლიდერის გარეშე. კონფერენციაზე კატო პეტრიაშვილმა, Glovo-ს ბრენდებთან პარტნიორობის ხელმძღვანელმა, ისაუბრა Product Unboxing-ის თემაზე და დამსწრეებს კომპანიის გამოცდილება თუ ხედვები გაუზიარა. 

ღონისძიებაზე მონაწილეებმა მიიღეს ცოდნა და გამოცდილება ადგილობრივი თუ საერთაშორისო სპეციალისტებისგან; გაეცნენ სტრატეგიებს, თანამედროვე ტრენდებსა და გამოწვევებს, რომლებიც საჭიროა მუდმივად განვითარებადი ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ნავიგაციისთვის.

2023, ეს იყო განათლების ხელშეწყობის წელი

გასულ წელს Glovo-სა და BTU-ს B2B აქსელერატორს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი Glovo-ს დამფუძნებელმა, საშა მიშუმ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ენუქიძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის შედეგად, მხარეები სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე ერთობლივად იმუშავებენ. „B2B აქსელერატორის“ ფარგლებში, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების, სტუდენტების დასაქმებისა და განვითარების მიზნით, ერთობლივად სხვადასხვა პროექტი განხორციელდება.

BTU- B2B აქსელერატორის მიზანია, შექმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინდუსტრიისთვის, ჩაატაროს საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მსხვილი კომპანიების ოპერაციული თუ სხვა პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო კვლევები და შეიმუშაოს ინოვაციური იდეები.

[პარტნიორის კონტენტი]

ვინ არის ამომავალი ჰიპ-ჰოპ ვარსკვლავი Hawa, რომელიც 31 დეკემბერს თბილისს ეწვევა

თეგეტას „ზრუნვის კედელი“ — ბენეფიციარების საახალწლო სურვილების ასასრულებლად