in

Glovo ღამის ეკონომიკის სადარაჯოზე ბრუნდება!

შეიძლება აღარც გახსოვთ, მაგრამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამდე, Glovo-ს აპლიკაციით ღამის პირველ საათზე ბურგერის გამოძახება, 11-ზე ბავშვის პამპერსის, დილის 5-ზე კი ლუდისა და წვნიანის შეკვეთა შეგეძლოთ. ჰოდა, თქვენთვის დიდებული ამბავი გვაქვს, ძველ ცხოვრებას ვუბრუნდებით, თანაც, სრული დატვირთვით!

„ხვალიდან, 23 მაისიდან, მიტანის სერვისის აპლიკაცია Glovo, რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში გაძლევთ, ისევ 24 საათიანი ხდება! რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ დღისა და ღამის ნებისმიერ დროს შეგიძლიათ სასურველი პროდუქტი შეუკვეთოთ“.

გლოვო“ ამჟამად საქართველოს 5 ქალაქში ფუნქციონირებს: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი და ზუგდიდი. 24 საათიანი მომსახურების მიღება ჯერჯერობით მხოლოდ თბილისში იქნება შესაძლებელი, ბათუმში Glovo-ს სერვისებით სარგებლობა 10:00 – 03:00 საათებში, ქუთაისში 10:00 – 00:00 საათებში, რუსთავში 10:00 – 01:00 საათებში, ზუგდიდში კი 10:00 – 23:00 საათებში იქნება შესაძლებელი.

„შეკვეთის გაფორმებისთანავე, რა თქმა უნდა, იღებთ სრულ ინფორმაციას ნაყიდი პროდუქტისა და იმ კურიერის ადგილმდებარეობის შესახებ, რომელმაც მიტანის სერვისი უნდა უზრუნველყოს, თანხის გადახდა კი შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე საკრედიტო ბარათით.

Glovo-სთვის მომხმარებლისა და პარტნიორი კურიერების უსაფრთხოება და კომფორტი ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ სრულად ვიცავთ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს“.

 

[R]

WENU, ახალი რეგულაციების შესაბამისად, კვების დაწესებულებებს უფასო ელექტრონულ მენიუს სთავაზობს

“მეც სახლში ვარ.. შენც სახლში ხარ.. დედამიწაც შესულა სახლში..” – აქ.ახლა თიბისი