in

რას სთავაზობენ ბიზნესს Glovo და Quickshipper?

Glovo Business არის პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ტექნოლოგიურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას ყველა ზომის ბიზნესისთვის. Glovo Business-ის საშუალებით ამანათის მომხმარებელთან მიწოდება შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაგეგმოთ. ეს სერვისი განსაკუთრებით მომგებიანია სხვადასხვა ინდუსტრიის ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის. Glovo Business არის საიმედო სერვისი, რომელიც უზრუნველყოფს ამანათების მიწოდებას პირველივე ცდაზე, მომხმარებელთა მომსახურების გასაოცარ გამოცდილებასა და პერსონალიზებულ ლაივ მხარდაჭერას.

Glovo Business-ის პარტნიორად გვევლინება ახალი სტარტაპი – Quickshipper, რომელიც კომპანია „ლემონდოს” საკმაოდ საინტერესო წამოწყებაა. სტარტაპმა უკვე მოიპოვა GITA-ს პროგრამის გრანტი და გახდა 500Georgia 2022 წლის მონაწილე. აღსანიშნავია, რომ Quickshipper ასევე გახდა META-სა და GENESIS-ის მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალისტი.

ქუიქშიფერი არის ონლაინ შეკვეთების სამართავი პლატფორმა ბიზნესისთვის. იმ შემთხვევაში, თუ ობიექტებს აქვთ მიტანის სერვისი, ქუიქშიფერი დაეხმარება მათ კურიერების ოპტიმალურ მართვაში და მარშრუტების დაგეგმვაში. ხოლო მოცემული სერვისის არქონის შემთხვევაში, პლატფორმა სხვადასხვა საკურიერო მომსახურების ბიზნესს შემოგთავაზებთ.

კოლაბორაციის დეტალებზე Glovo-ს ბიზნეს ინოვაციების მენეჯერთან, ლუკა ხვადაგიანთან და Quickshipper-ის CEO-სთან, მარიამ ახვლედიანთან ვისაუბრეთ:

M: რას გულისხმობს გლოვოსა და ქუიქშიფერის თანამშრომლობა?

ჩვენი თანამშრომლობა გულისხმობს უკეთეს მიწოდების სერვისს და გამოცდილებას როგორც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის. ეს პლატფორმა გამოიწვევს ბიზნესების მიმართ ნდობის ამაღლებას და შესაბამისად საკმაოდ გაზრდის მათთვის შეკვეთების გაზრდის ალბათობას.

M: რა არის ამ პარტნიორობის მიზანი?

პარტნიორობის მიზანია, საქართველოში სანდო და მაღალი ხარისხის, მოწესრიგებული პლატფორმის არსებობა, ეს უნიკალური პლატფორმა კი აერთიანებს უამრავ სერვისს, რაც დაეხმარება ბიზნესებს შეკვეთების მიღებაში, კურიერებთან დაკავშირებაში, ამანათების დროულად მიწოდებაში და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებლებისთვის ინფორმაციის გაზიარებაში. ეს პლატფორმა სრულიად ორიენტირებული იქნება მომხმარებლის სასიამოვნო გამოცდილებაზე.

QuickShipper-ის ამოცანაა, დაეხმაროს ბიზნესებს საოპერაციო ნაწილის გამართვასა და მომხმარებელთან გამჭვირვალე კომუნიკაციაში. გარდა იმისა, რომ პლატფორმა კომპანიებს უზღვევს შეკვეთებს და უზრუნველყოფს, რომ მომხმარებლებმა ამანათები დათქმულ დროს მიიღონ, პლატფორმა მომხმარებელს ასევე უზიარებს მისი შეკვეთის სტატუსებს რეალურ დროში. ეს გამოცდილება კომპანიების მომხმარებლებთან ურთიერთობის გუნდის განტვირთვაშიც ეხმარება, რადგან “ჩემი კურიერი სად არის?” კითხვებზე პასუხი მომხმარებლებს რეალურ დროშივე აქვთ.

M: რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ თქვენგან?

გლოვოსა და ქუიქშიფერის პარტნიორობის ფარგლებში აუცილებლად იქნება უამრავი ახალი და საინტერესო შეთავაზება მცირე თუ საშუალო ზომის ბიზნესებისთვის, რადგან ჩვენ გვესმის თუ რა სახის დაბრკოლებებს ხვდებიან ადგილობრივი ბიზნესები ყოველდღიურად. ჩვენ კი ვეცდებით მათ დავეხმაროთ გამოსავლის მოძიებაში და მივაწოდოთ საჭირო ტექნიკური დახმარება. თუ რა სახის სიახლეები შეიძლება დაინერგოს, ამაზე სტატისტიკის შედეგები იმეტყველებს.

 M: რა განსხვავებული შეთავაზებები გექნებათ ქართული ბიზნესისთვის?

ბიზნესს შეეძლება მიწოდების დაგეგმვა ერთი კვირით ადრე, მიწოდების სხვადასხვა სერვისის გამოყენებით: ექსპრეს მიწოდება – ამანათები მიეწოდება მომხმარებელს 2 საათის განმავლობაში და იმავე დღის მიწოდება – ამანათები მიეწოდება მომხმარებელს საკმაოდ შეღავათიან ფასად.

QuickShipper-ის მეშვეობით კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, დააორგანიზონ მიწოდება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესს ექნება ერთი პლატფორმიდან გაუსვლელად მუშაობის კომფორტი, რადგან ამ სივრცეში იქნება თავმოყრილი მისთვის პოტენციურად საჭირო ყველა ტიპის მიწოდება.

ქუიქშიფერის პლატფორმა თავად დაგეგმავს მარშრუტებს, დააჯგუფებს შეკვეთებს, გააერთიანებს ახლომდებარე მისამართებს, ავტომატურად გადასცემს შეკვეთებს კურიერებს, სიახლეებს მიაწვდის მომხმარებელს შეკვეთის მარშრუტთან დაკავშირებითა და ბიზნესებს მისცემს საშუალებას შეაფასონ შეკვეთების ანალიტიკა.
კომპანიების  ვალდებულება პარტნიორების მიმართ ასევე მოიცავს ერთი ობიექტიდან მრავალ ლოკაციაზე და რამდენიმე ობიექტიდან კონკრეტულ ლოკაციაზე შეკვეთების მიწოდებას.

M:როგორი გავლენა შეიძლება ჰქონდეს თქვენს გაერთიანებულ ძალებს ქართულ ბიზნესზე?

ქართულ ბაზარზე უამრავ ონლაინ მაღაზიასა და საცალო ვაჭრობის ობიექტს შევხვდებით, თუმცა ბევრი მათგანი არ უზრუნველყოფს ორგანიზებულ მიწოდების სისტემას, რომელსაც მომხმარებელი ენდობა. ეს გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითად იმოქმედებს ბიზნეს ოპერაციებზე და არ მისცემს მათ განვითარების საშუალებას. ცხადია, მცირე და საშუალო ბიზნესებს შეიძლება გაუჭირდეთ სანდო კომპანიის პოვნა პარტნიორობისთვის, რადგან საქართველოში Business to Business კულტურა ჯერ კიდევ დასანერგია. თუმცა, Glovo და Quickshipper მზადაა, საქართველოს ბაზარს გზა გაუკვალოს გაუმჯობესებისა და წინსვლისაკენ.

აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია ელ. კომერციის ზრდა საქართველოში. თუმცა ელ. კომერციის პროცესი არ მთავრდება ნივთის გაყიდვის ეტაპზე. გაყიდვის შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამანათის მომხმარებლამდე დათქმულ დროს მიწოდება. მომხმარებლებისთვის მიწოდებაში ყველაზე მთავარი ნაწილი სწორედ მისთვის მოსახერხებელ დროსა და ადგილას მიწოდებაა და არა მაინცდამაინც მიწოდების სისწრაფე. შესაბამისად, Glovo-სა და QuickShipper-ის პარტნიორობა და ამანათის დაბინავების დაგეგმვა ბიზნესს ამ კუთხით ძალიან გამოადგება.

 M:რა განვითარება შეიძლება ჰქონდეს თქვენს თანამშრომლობას?

ჩვენ ყოველდღიურად გავაგრძელებთ სერვისების დახვეწასა და სიახლეების დანერგვას იმისათვის, რომ კიდევ უფრო გავუმარტივოთ ბიზნესს საქმე და ყველანაირი სახის დახმარება გავუწიოთ.

ვფიქრობთ, ჩვენი პარტნიორობა ძალიან დიდ როლს შეიტანს საქართველოში ელ. კომერციისა და ზოგადად, ეკონომიკის განვითარებაში, რადგან ბიზნესებს სჭირდებათ სანდო პარტნიორები.

www.glovoapp.com

https://qshpr.com/registration

[R]

პრივილეგირებული წვდომის მენეჯმენტი – რაში სჭირდება ის ბიზნესს?

როგორ აკონტროლებს NORAD სანტა კლაუსის ადგილსამყოფელს?