in

Glovo: დაბადების დღეს არ ვიხდით!

უკვე თითქმის ორი წელია, რაც მსოფლიო პანდემიამ თითოეული ადამიანის ცხოვრება შეცვალა. ის, რაც აქამდე ყველასთვის მისაღები, გასაგები და ყოველდღიური იყო, დღეს უბრალოდ უხერხულია. მაგალითად, ვინ წარმოიდგენდა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა ოდესმე არაეთიკური იქნებოდა?

მართალია მსოფლიოს უკვე აქვს ვირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი – ვაქცინა, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში ვაქცინაციის მაჩვენებელი კვლავ დაბალია, შედეგად კი – პანდემია გრძელდება.

ასეთ რეალობაში, საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა უარი თქვა დაბადების დღის გადახდაზე. ჩვენ გვჯერა, რომ ასეთი პასუხისმგებლიანი ადამიანები იმსახურებენ დაფასებას! ხოლო ისინი, ვინც ამ დრომდე უარს ამბობენ ვაქცინაციაზე, დამატებით წახალისებას საჭიროებენ.

Glovo ვაქცინაციის პროცესს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამიტომ, წელს, ჩვენს დაბადების დღეზე, პასუხისმგებლიან მოქალაქეებს ვუერთდებით და დაბადების დღეს არ ვიხდით – 2000 მომხმარებელი კი მიტანის საფასურს არ გადაიხდის.

გარდა ამისა, მომხმარებელს შევთავაზებთ 40% – იან ფასდაკლებას 150-ზე მეტ რესტორანში, რადგან მიმდინარე მონაცემებით, საქართველოს სრულწლოვანი მოსახლეობის, სულ რაღაც 40%-მდეა აცრილი!

ამ საშინელი პანდემიის დასრულებისთვის სულ ცოტა ძალისხმევაღა დარჩა: ცოტა მეტი აცრა და ცოტა ნაკლები ხალხმრავლობა. ჩვენი ინიციატივაც სწორედ ამაზეა –  ოდნავ მეტი მონდომებაა საჭირო იმითვის, რომ მომავალ წელს, ყველა ადამიანმა შეძლოს საკუთარი დაბადების დღის ისე აღნიშვნა – როგორც უნდა!

[R]

იფიქრეთ მარკეტერივით: როგორ დაიქირავოთ თანამშრომლები სამუშაო ძალის დეფიციტის დროს?

შარქ თენქ საქართველო იწყება! – როგორია შოუს ისტორია და შინაარსი?