დღეს, მსოფლიო თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევასთან, გლობალურ პანდემიასთან ცდილობს გამკლავებას. თუმცა, ასეთ დროსაც კი არ უნდა დავივიწყოთ ისინი, ვისაც ზრუნვა, დაცვა, თანადგომა და მეგობრობა ყველაზე მეტად სჭირდებათ – ბავშვები.
„ყველა ბავშვი იმსახურებს ლაღ, ჯანსაღ, შესაძლებლობებითა და სიყვარულით სავსე, ოჯახურ გარემოში ცხოვრებას. „SOS ბავშვთა სოფელი“ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც სწორედ ამ მისიას ემსახურება. მიტანის სერვისის კომპანიამ Glovo 1-ლ ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გადაწყვიტა „SOS ბავშვთა სოფელს“ ამ მიზნის განხორციელებაში დაეხმაროს და ყველა შეკვეთიდან 1 ლარი მათი ბენეფიციარი ბავშვების კეთილდღეობისთვის გადარიცხოს“.
„SOS ბავშვთა სოფელი“ 30 წელზე მეტია, ბავშვებს ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ზრდის, ეხმარება მათ მიიღონ განათლება, განავითაროთ საკუთარი შესაძლებლობები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ.
„Glovo ეცდება, დაეხმაროს მათ ბავშვებისთვის ის ნივთების შეძენა თუ კეთილი ამბების შესრულება უზრუნველყოს, რომლებიც ახლა, ამ დროს, ამ ასაკსა და სივრცეში სჭირდებათ. შეუკვეთე Glovo-ზე 1-ლ ივნისს და შენც გახდი ქველმოქმედი!“.
[R]